ირაკლი ჭეიშვილი - მელია და სააკაშვილი ერთი ჯოხის ორი ბოლოა - ის, რომ სააკაშვილი ციხიდანაც არ თმობს პოზიციებს და ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალი პარტიების დისკრედიტაციას ახდენს, ეს არის დაპირისპირების მიზეზი

ის, რომ სააკაშვილი ციხიდანაც არ თმობს პოზიციებს და ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალი პარტიების დისკრედიტაციას ახდენს, ეს არის მიზეზი ამ დაპირისპირების - მელია და სააკაშვილი ერთი ჯოხის ორი ბოლოა,- ასე აფასებს „ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ჭეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადას.

მისი თქმით, სააკაშვილსა და მელიას შორის დაპირისპირება მმართველი პარტიის წისქვილზე ასხამს წყალს.

„მელია და სააკაშვილი ჩვენთვის ერთი ჯოხის ორი ბოლოა, მაგრამ სანამ სააკაშვილი და მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ოპოზიციის ფლაგმანი, ისინი ვერასდროს დალაგდებიან პოლიტიკურად და საერთო ენას ვერ ნახავენ ვერცერთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს.

რა ვერ უნდა გაიყონ? ესენი ზოგადად ორიენტირებულები არიან საკუთარ ინტერესებზე, რადგან ქვეყანაზე და ქართველ ხალხზე არ ფიქრობენ და აქედან გამომდინარე, როდესაც ინტერესების თანხვედრა არ არის, ყოველთვის დაპირისპირებაა, მელია იქნება, სააკაშვილი, „გირჩი“, „ლელო“ თუ სხვა, არ აქვს მნიშვნელობა.

სააკაშვილი რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში ლიდერობას არ დათმობს, ეს ცალსახაა, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს, რომ ის თავად და მისი პარტია უნდა იყოს ფლაგმანი და სანამ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ფლაგმანი, მუდმივ რეჟიმში იქნება მათ შორის დაპირისპირება.

როდესაც ისინი თანაპარტიელები იყვნენ მაშინ ის მათთვის მისაღები იყო და სააკაშვილი ქვეყნის ლიდერი და დავით აღმაშენებელი იყო. გაყოფის შემდეგ კი გვახსოვს თუ როგორი ეპითეტებით შეამკეს სააკაშვილი და ეს ახლაც გრძელდება, რადგან აქ საკითხი ის არის, თუ ვინ იქნება ფლაგმანი და ლიდერი ამ გაერთიანების. ყველა სააკაშვილის ლანძღვა-გინებით გამოირჩევა, მაგრამ ის, რომ სააკაშვილი მადისკრედიტირებელი, ქვეყნის მტერი და მაოხრებელია, ეს ყველამ კარგად იცის და ისიც, თუ რას აკეთებდა 9 წლის განმავლობაში ამ მელიებით და ამ გაერთიანებული ოპოზიციით.

ის, რომ სააკაშვილი ციხიდანაც არ თმობს პოზიციებს და ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალი პარტიების დისკრედიტაციას ახდენს, ეს არის მიზეზი ამ დაპირისპირების“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბრალდებულმა ნიკა მელიამ საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მან მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

როგორც მელია წერს, სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, რადგან „იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული“.

ამასთან, როგორც მელია წერილში აღნიშნავს, სააკაშვილი ადგილობრივი არჩევნების წინ „საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა" ჩამოსულიყო.

ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისგან მის მისამართით გაუთავებელი ტალახის სროლა და დროდადრო, მის წინააღმდეგ თითქოს ჩადენილ ღალატზე საუბარი, „მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მისი უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ, ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლის კონკრეტული ისტორიის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მას ბევრი მიზეზის გამო, დღეს ძალიან აწუხებს".

„სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია, ამის გარეშე ის აღარ არსებობს, თუმცა, მაინც, იქნებ სიმართლის თქმის ძალა მოიკრიბოს და თავად ალაპარაკდეს მის მიერ დაშვებულ უმძიმეს შეცდომებზე და ადამიანურ სისუსტეებზე, რაც მან მთელი 2022 წლის განმავლობაში დაუშვა და გამოავლინა.

ისიც მოჰყვეს, „იმ კაცს“, რომელსაც არ ასახელებს, მთელი 2022 წლის განმავლობაშიც რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა.

რატომ იყო „ის კაცი" მისი მოციქული ხელისუფლებასთან 2022 წელს?! ანუ მისი „ვივამედში“ ყოფნის დროსაც! ამ კაცის მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და 2022 წლის ბოლოს რაში „გადააგდეს“ სააკაშვილი! ამ ძალიან მძიმე დეტალებს ფართო საზოგადოება მაინც შეიტყობს, თანაც კონკრეტული ფაქტებით და აჯობებს თავად დაასახელოს ის კაციც და მისი პარტნიორებიც“, - წერს მელია.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს