დონალდ ტუსკი - დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების მშვიდი ძილი დასრულებულია - ნატო-მ ეს სიტყვები სერიოზულად უნდა მიიღოს

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების მშვიდი ძილი დასრულებულია - ნატო-მ ეს სიტყვები სერიოზულად უნდა მიიღოს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს.

„პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ახლა რუმინეთი. უფრო მეტი და მეტი რუსული პროვოკაცია. გუშინ ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების მშვიდი ძილი დასრულებულია. საბოლოოდ, ნატო-ში ყველამ ამ ფაქტებისა და სიტყვების სერიოზულად მიღება უნდა დაიწყოს“, - წერს ტუსკი X-ზე.

ცნობისთვის, გუშინ რუმინეთში რუსული დრონის შეჭრის შემდეგ, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობა გააფრთხილა.

„ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებო, უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი ხელისუფლებები რუსეთთან ომში ცალმხრივად ჩაებნენ. ასე რომ, ფხიზლად იყავით და არაფერმა გაგაკვირვოთ. მშვიდი ძილი დასრულებულია. თქვენ იცით ვისაც უნდა ჰკითხოთ, თუ რატომ!“, - აღნიშნა მედვედევმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება