ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის ვემზადებით

მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის ვემზადებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკი ცნობით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან რუსტემ უმეროვთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან კირილ ბუდანოვთან და ენერგეტიკის მინისტრთან დენის შმიგალთან შემდგომი ნაბიჯების შესახებ სპეციალური შეხვედრა გამართა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრაზე განხილული სამი ძირითადი მიმართულება დაასახელა.

„პირველი - დიპლომატია. ჩვენ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან თითქმის ყოველდღიურ კონტაქტში ვართ. მომავალი კვირებისთვის ჩვენი პრიორიტეტები განვსაზღვრეთ: ანტიბალისტიკური შესაძლებლობები, დრონების შესახებ შეთანხმებები და სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებისთვის მზადება. ჩვენ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის ვემზადებით, მაგრამ ამ ეტაპზე, დეტალების გასაჯაროების გარეშე“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ასევე, ზელენსკის ცნობით, ჰუმანიტარულ და ენერგეტიკის სფეროში დახმარების საკითხებიც განიხილა.

„მეორე - ჩვენ ჰუმანიტარული მიმართულება და უკვე შეთანხმებული გაცვლები უნდა გავაგრძელოთ. მესამე - უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის ენერგეტიკის სექტორისთვის, ახალი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ჩვენ დეტალებს ვაზუსტებთ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში