ელენე ხოშტარია - გორში მომხდარ ძალადობაზე „ოცნების“ რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას: კრიმინალური, სისტემური, ორგანიზებული - დაზარალებულის „ბრალეულობაზე“ საუბარი მსხვერპლზე ძალადობის გაგრძელებაა

დაზარალებულის „ბრალეულობა“ - ამაზე საუბარი უკვე მთლიანად ე.წ. მთავრობის მხრიდან, მსხვერპლზე ძალადობის გაგრძელებაა, - ასე ეხმაურება „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია გორში, პოლიციელების მხრიდან ორ მოქალაქეზე განხორციელებულ ძალადობას.

როგორც რუსთავის ქალთა ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ხოშტარია აცხადებს, „ე.წ. მთავრობა არამხოლოდ ხელს აფარებს მოძალადეებს, არამედ თავადაც აგრძელებს ძალადობას უდანაშაულო ადამიანზე“.

„გორში მომხდარ ძალადობაზე თავად „ოცნების“ რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას - კრიმინალური, სისტემური, ორგანიზებული ძალადობა. ძალის გადამეტება - როგორ შეიძლება, ძალის გადამეტება იყოს იქ, სადაც ძალის გამოყენების უფლება არავის არ ჰქონდა?!

ტყუილი - საქმეში ფიგურირებს დანა და ქვა. შსს თავადაა ძალადობის წყარო და სჭირდებათ შემსრულებლების გამოძვრენა. საქმეში არანაირი მტკიცებულება დანის, ან ქვის შესახებ არ არსებობს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ღიად და დემონსტრაციულად იტყუება.

დაზარალებულის „ბრალეულობა“ - ამაზე საუბარი უკვე მთლიანად ე.წ. მთავრობის მხრიდან, მსხვერპლზე ძალადობის გაგრძელებაა. ანუ ე.წ. მთავრობა არამხოლოდ ამართლებს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობას და ხელს აფარებს მოძალადეებს, არამედ თავადაც აგრძელებს ძალადობას ამ უდანაშაულო ადამიანზე.

„ოცნების“ პოლიტიკური განცხადებები - ტრადიციისამებრ, არაადამიანური და ძალადობრივი“, - წერს ხოშტარია.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს