საპროტესტო მარშის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების აქციაზე მივიდნენ

საპროტესტო მარშის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების აქციაზე მივიდნენ

შაბათის მარშის მონაწილეები ლოზუნგით ,,ერთად ძალადობის და ჩაგვრის წინააღმდეგ“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების აქციას შეუერთდნენ.

მათ მსვლელობა ფილარმონიიდან მოაწყვეს.

მარშის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები.

მოგვიანებით, ისინი პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც მოქალაქეები ერთ წელზე მეტია აქციას მართავენ.