ორგანიზაცია "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი საშუალებების შეძენას იწყებს და შეგროვებული თანხის განაწილების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

ორგანიზაცია "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 10 ივნისამდე საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია და იმყოფებიან მართვით სუნქვაზე ან აქვთ თანმხლები მძიმე გენეტიკური დაავადება, ერთჯერადად ჩაერიცხებათ 10 000-10 000 ლარი. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის თანახმად, ივნისის თვეში ორგანიზაცია იწყებს დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი საშუალებების, მათ შორის, პაციენტებზე მორგებული ეტლების, საწოლების, სასუნთქი აპარატების ადაპტირებული ტრანსპორტის შეძენას. საქართველოში მცხოვრებ დიუშენით დაავადებულ ყველა პაციენტს, რომელსაც აქვთ ეს საჭიროებები მოვუწოდებთ, რომ მომართონ ჩვენს ორგანიზაციას.

„გვსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ თანხის ყველა შემომწირველს. თქვენი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ რომ შევამსუბუქოთ ჩვენი ბავშვების მდგომარეობა და გავახანგრძლივოთ მათი სიცოცხლე.

სახელმწიფოს მიმართ ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის უცვლელი: ვითხოვთ დიუშენის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტების შემოტანას. ამასთან ყოველი დაგვიანებული დღე უკან გადადგმული ნაბიჯი და დანაშაულის ტოლფასია.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიუშენის სამკურნალო წამლების დაფინანსების მოთხოვნით ვაგროვებთ ხელმოწერებს როგორც ფიზიკური, ასევე ელექტრონული ფორმით.

ვისაც გსურთ, რომ დაგვეხმაროთ ფიზიკური ხელმოწერების შეგროვებაში, შეგიძლიათ ამობეჭდოთ ფორმა https://shorturl.at/clLuD. შეავსებინოთ საქართველოს მოქალაქეებს და გადმოგვიგზავნოთ ამავე ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე ან მოგვიტანოთ კანცელარიის წინ.

ელექტრონული ფორმით პეტიციაზე შემოერთება შესაძლებელია ლინკზე: https://www.manifest.ge/petition/e4471071-a016-4bd1-8efa-f79938fd1894/mietsit-tsamali-bavshvebs

ჩვენ ვაგრძელებთ 24 საათიან აქციას სახელმწიფო კანცელარიის წინ, ასევე მოგიწოდებთ, რომ დღეს საღამოს 18:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან შემოგვიერთდეთ დიუშენის ყოველკვირეულ მარშზე. ერთად გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე!“, - წერია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში