,,ძლიერი საქართველო-ლელომ“ შსს-ს რეფორმის გეგმა წარადგინა

კოალიციამ ,,ძლიერი საქართველო-ლელო“ პოლიციელის დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის გეგმა წარადგინა.

ღონისძიებაზე დისკუსია გაიმართა, შსს-ს და სისტემურ გამოწვევებზე და გადაჭრის გზებზე.

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ხედვა ცხრა ძირითად მიმართულებას ეხება:

პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ოპერატიული დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიები; დამოუკიდებელი პოლიციის სამსახურის კომისიის შექმნა (მერიტოკრატიული დანიშვნები; პოლიციის აკადემიის სრული რეფორმა; წოდებების, დაწინაურებისა და ჯილდოების გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბება; ხელფასების, დანამატებისა და პრემიების გამჭვირვალე მოდელი სამუშაო დროისა და შრომითი უფლებების რეგულირება; დემოკრატიული საპროტესტო მართვის და პროპორციულობის დოქტრინა; სტრუქტურული რეორგანიზაცია და ფუნქციების მკაფიო გამიჯვნა; დამოუკიდებელი შიდა კონტროლისა და ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა.

როგორც კოალიციაში აცხადებენ, საქართველოს უსაფრთხოება და დემოკრატია პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დამოუკიდებელი, პროფესიული და სანდოა სამართალდამცავი სისტემა.

„დღეს არსებული რეალობა აჩვენებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ მოწყობაში არსებობს რიგი პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენს პოლიციის ნეიტრალიტეტზე, ეფექტიანობაზე და საზოგადოების ნდობაზე.

ჩვენი პოლიტიკური მიზანია საქართველოში ჩამოყალიბდეს დეპოლიტიზებული, პროფესიული და საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია, რომელიც ემსახურება მოქალაქეებს და არა პოლიტიკურ ინტერესებს.

ნორმალურ სახელმწიფოში პოლიციელი მოქალაქისთვის უნდა იყოს დაცულობის გარანტი და არა შიშის წყარო, ღირსეული პოლიციელი კი დაცული სისტემისგან”, - აღნიშნავენ კოალიციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში