ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელია უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას უეფა ავრცელებს.

„შეუდარებელმა ქართველმა "ვინგერმა" უდიდესი როლი ითამაშა პარიზელთა მიერ ზედიზედ მეორე ტიტულის მოგებაში, მან 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა მთელი ტურნირის განმავლობაში, ის მარცხენა ფლანგზე ბრწყინვალედ თამაშობდა.

მან გადამწყვეტი როლი ითამაშა "არსენალთან" ფინალურ გამარჯვებაშიც, სადაც კრისტიან მოსკერამ წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც უსმან დემბელემ გაიტანა და ლუის ენრიკეს გუნდმა ანგარიში 1-1 გაათანაბრა.

შესაძლოა, კვარაცხელიას საუკეთესო თამაში „ბაიერნთან“ დაუვიწყარ ნახევარფინალურ პირველ მატჩში გამოვლინდა - 5-4 - გამარჯვებაში, სადაც მან ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში 1-1 გაათანაბრა, ხოლო მეორე პერიოდში ძლიერი დარტყმით შესანიშნავი დუბლი შეასრულა”, - აღნიშნულია უეფა-ს გვერდზე გავრცელებულ სტატიაში.

ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში