ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს დელეგაცია არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოსა და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები

საქართველოს დელეგაცია მოგეხსენებათ, რომ არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოს და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ვილნიუსში იმყოფება.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სესიაზე განხილვის მთავარ საკითხებს შორის იყო რუსეთთან მიმდინარე ჰიბრიდული და კონვენციური სამხედრო საფრთხეები და ასევე, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერების საკითხიც.

მისივე თქმით, ნატო-ს გენმდივანმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მათ შორის კი აღსანიშნავია მთლიანი შიდა პროდუქტის 5 %-მდე თავდაცვის მიზნებისთვის დახარჯვის საკითხი.

„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვილნიუსში მონაწილეობს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე. ეს სესია დაიწყო 2 დღის წინ და დღეს სრულდება. სესიაზე განხილვის მთავარი საკითხებია: რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური სამხედრო საფრთხეები, ასევე რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ნატო-ს წევრ ქვეყნებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდის გახანგრძლივება, ასევე სამხედრო ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება და ზოგადად, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება.

ჩვენ, ასევე დღეს მოვისმინეთ ნატოს გენმდივნის მოადგილის გამოსვლა, რომელმაც ისაუბრა გეგმებზე, მათ შორის მთლიანი შიდა პროდუქტის 5 %-მდე დახარჯვაზე თავდაცვის მიზნებისთვის და ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გახდა სამხედრო ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია, შესაბამისად უკრაინას დღეს ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო დანაყოფები და ამ ბრძოლიდან ნატო-მ დასკვნები უნდა გამოიტანოს.

საქართველოს დელეგაცია მოგეხსენებათ, რომ არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოს და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები,“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება