გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ნატო-ს სამიტის წინ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს, - ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ივლისში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებთან ბერლინში შეხვედრის გამართვას გეგმავს.
წყაროების ცნობით, ევროპელი ლიდერები გეგმავენ საერთო ინიციატივების პაკეტი შეიმუშაონ, რომელიც საკუთარ თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობის აღების თვალსაზრისით მათ მზადყოფნას აჩვენებს.
შესაძლოა, მერცის მიწვევით შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტეც დაესწროს.
ცნობისთვის, ნატო-ს ლიდერების სამიტი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 7-8 ივლისს გაიმართება.