გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება

აშშ-ირანის ომის სავარაუდო სცენარებზე, რა გავლენას ახდენს დაუსრულებელი ომი აშშ-სა და ირანს შორის ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე, რა გავლენებს იქონიებს მისი ესა თუ ის შედეგი ამავე რეგიონზე, საქართველოში ირანის გავლენების ზრდაზე, ამ ზრდის სავარუდო მიზეზებზე, საქართველოში ირანის გავლენის ზრდის საფრთხეებზე საქართველოსთვის, სომხეთში დაგემილი საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო შედეგებზე, სავარუდოდ, რა გავლენას იქონიებს ამავე არჩევნების ესა თუ ისე შედეგი საქართველოზე, ასევე იმაზე, ახლა როცა მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს რეგიონში, მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, სავარუდოდ, როგორი უნდა იყოს, ინტერპრესნიუსი“ "პოლიტიკის კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელს, ასისტენტ-პროფესორს, გიორგი კობერიძეს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, მიუხედავად იმისა რომ აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულების თემაზე დღე არ გავა ინფორმაცია არ გავრცელდეს, თან ურთიერთგამომრიცხავი ორივე მხრიდან, არ ჩანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება.

თეთრი სახლის ოფიციალური პირის ცნობით, აშშ-ს ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, თუმცა გარკვეული საკითხების განხილვა კვლავ გრძელდება.

მანამდე დონალდ ტრამპმა ის პირობები დაასახელა, რომელსაც ირანი სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად უნდა დათანხმდეს.

ტრამპი აცხადებს - „ირანი უნდა დათანხმდეს იმას, რომ ბირთვული იარაღი ან ბომბი არასდროს ექნება. ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას, ყოველგვარი გადასახადის გარეშე და შეუზღუდავი საზღვაო მიმოსვლისთვის, ორივე მიმართულებით. ყველა საზღვაო ნაღმი, თუ მსგავსი საერთოდ არსებობს, განადგურდება. ირანი დარჩენილი ნაღმების დეტონაციას დაასრულებს“.

არადა, სრუტე შეიძლება ითქვას გახსნილია. მას აშშ-მ შეიძლება პრობლემები შეუქმნას, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩინეთისთვის განკუთვნილი ირანული ნავთობით დატვირთულ გემებს სრუტის შესაძლებლობის გამოყენების პრობლემა არ აქვს.

თქვენ როგორ შეაფასებდით ირანის ომთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას?

სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდება აშშ-ირანის ომი?

- დიპლომატიური რიტორიკა და სტრატეგიული რეალობა ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, რომელიც ყოველდღიურად ვრცელდება, კლასიკური "ომის ნისლისა" და საინფორმაციო-ფსიქოლოგიური დაპირისპირების ნაწილია.

თეთრი სახლის განცხადებები შეთანხმების "მოახლოების" შესახებ უფრო მეტად მოწინააღმდეგის რეაქციის შესამოწმებლად და შიდა აუდიტორიის დასამშვიდებლადაა გამიზნული, ვიდრე გარდაუვალი მშვიდობის მაუწყებლად.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის მიერ წამოყენებულ პირობებს - ბირთვული პროგრამის სრული დემონტაჟი, ჰორმუზის სრუტის უპირობო გახსნა და დანაღმული აკვატორიის გასუფთავება - ეს არის ის მოთხოვნები, რომლის მიღების გარეშეც გამოდის რომ ომის პოლიტიკური მიზნები ვერ იქნა შესრულებული. ბირთვული საკითხი ისრაელისათვისაც კრიტიკულია.

ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული თქვენი შენიშვნა სრულიად სამართლიანი და გეოპოლიტიკურად ზუსტია: ის, რომ ჩინეთისკენ მიმავალი ტანკერები შეუფერხებლად მოძრაობენ, მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ არის მხოლოდ აშშ-ირანის ორმხრივი კონფლიქტი. აქ იკვეთება დიდი სახელმწიფოების კონკურენცია და რომ ჩინეთი ირანთან აქტიურად თანამშრომლობს, ხოლო აშშ ისეთ გამოსავალს ეძებს, რომელიც ჩინეთის, როგორც პოტენციური მომლაპარაკებლის როლს არ გააქრობს.

აქ იკვეთება დიდი სახელმწიფოების კონკურენცია და რომ ჩინეთი ირანთან აქტიურად თანამშრომლობს, ხოლო აშშ ისეთ გამოსავალს ეძებს, რომელიც ჩინეთის, როგორც პოტენციური მომლაპარაკებლის როლს არ გააქრობს

ამავდროულად, ირანი იყენებს ამ "ნახევრად ღია" სრუტეს, როგორც სასიცოცხლო არტერიას და აჩვენებს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს მანევრირების საშუალება აზიის ბაზრებზე.

თუკი არსებულ ვითარებას სტრატეგიული რეალიზმის პრიზმაში განვიხილავთ, ირანი ცდილობს აწარმოოს გამოფიტვის ომი, სადაც დრო მის სასარგებლოდ იმუშავებს, ხოლო აშშ ცდილობს ტექნოლოგიური და სამხედრო დომინაციით მოწინააღმდეგეს სწრაფი და შეუქცევადი ზიანი მიაყენოს.

რა შედეგით დასრულდება ეს ომი? ეს რეალურად არავინ იცის და პროგნოზი ამ მხრივ არასაიმედოა, მით უფრო თანამედროვე, საკმაოდ ცვალებად საერთაშორისო პოლიტიკურ გარემოში. მაგრამ ისტორია გვასწავლის, რომ მსგავსი ასიმეტრიული და გეოპოლიტიკურად დატვირთული კონფლიქტები იშვიათად სრულდება ტრადიციული გამარჯვების აღლუმებით.

სავარაუდოდ, ჩვენ ვიხილავთ არა ომის დასრულებისა და ხელის მოწერის ცერემონიალს, არამედ კონფლიქტის დეესკალაციის მცდელობას, რომელიც დროში როგორ იმუშავებს რთულად პროგნოზირებადია. ამასთან, ეს იმგვარი კონფლიქტია, რომელსაც ჰიბრიდული, ანუ პერიოდული ესკალაციის მქონე ხასიათი ჰქონდა აქამდეც და შესაძლოა ამის შემდეგაც ასე გაგრძელდეს.

სავარაუდოდ, ჩვენ ვიხილავთ არა ომის დასრულებისა და ხელის მოწერის ცერემონიალს, არამედ კონფლიქტის დეესკალაციის მცდელობას, რომელიც დროში როგორ იმუშავებს რთულად პროგნოზირებადია. ამასთან, ეს იმგვარი კონფლიქტია, რომელსაც ჰიბრიდული, ანუ პერიოდული ესკალაციის მქონე ხასიათი ჰქონდა აქამდეც და შესაძლოა ამის შემდეგაც ასე გაგრძელდეს

ფარული დაპირისპირება მხარეებს შორის, პირველ რიგიში კი ისრაელსა და ირანს შორის, იმდენად ფესვგადგმულია, რომ რა შეთანხმებაც არ უნდა შედგეს ახლა (თუკი შედგა ასეთი), მაინც, კონფლიქტის (უფრო სწორად კი კონფლიქტების) სრული მოგვარება ძალიან რთული იქნება.

ისრაელისა და ისლამისტური ირანის სრულიად მშვიდობიანი თანაარსებობა ერთ რეგიონში რთული წარმოსადგენია. ამასთან, ირანის მხრიდან, რა დათმობაც არ უნდა გაკეთდეს ახლა, საეჭვოა ბირთვული იარაღის მისწრაფებაზე უარი სრულად ითქვას და ფარული მცდელობები ალბათ კვლავ ექნება მას.

ირანის მხრიდან, რა დათმობაც არ უნდა გაკეთდეს ახლა, საეჭვოა ბირთვული იარაღის მისწრაფებაზე უარი სრულად ითქვას და ფარული მცდელობები ალბათ კვლავ ექნება მას

- ცხადია, რომ აშშ-ისრაელის- ომი ირანთან დიდხანს ვერ გაგრძელდება. შესაძლოა, გაგრძელდეს კიდეც, მაგრამ, უკვე ვხედვათ, რომ დღევანდელი მდგომარეობით პოზიციებს რეგიონში იმაგრებს ჩინეთი. ვგულისხმობ არა მხოლოდ პეკინისა და თეირანს შორის ახლო ურთიერთობებს. თუ ომი გაგრძელდა, დიდია იმის ალბათობა, რომ ჩინეთის პოზიციები რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდეს.

ის მდგომარეობა, რომელიც ამ დროისთვის არსებობს აშშ-ირანის დაპირისპირებაში, რა გავლენას ახდენს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პოზიციებზე?

ვითარების გაურკვეველი მდგომარეობა უფრო ვის სასარგებლოდ მუშაობს - აშშ-ს, თუ ჩინეთის?

- აშშ-ისა და ისრაელის გახანგრძლივებული სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, კლასიკური სტრატეგიული ხაფანგია. როდესაც ვსაუბრობთ ამ ომის ხანგრძლივობაზე, უნდა გვესმოდეს მთავარი მოცემულობა - ახლო აღმოსავლეთი არის რეგიონი, რომელიც შთანთქავს იმპერიების რესურსებსა და ყურადღებას. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ესკალაცია, მით უფრო შესუსტდება ამერიკის, როგორც გლობალური ჰეგემონის, უნარი, ფოკუსირდეს მის მთავარ სტრატეგიულ გამოწვევაზე - ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონზე, ჩინეთსა და რუსეთზე.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ესკალაცია, მით უფრო შესუსტდება ამერიკის, როგორც გლობალური ჰეგემონის, უნარი, ფოკუსირდეს მის მთავარ სტრატეგიულ გამოწვევაზე - ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონზე, ჩინეთსა და რუსეთზე

რაც შეეხება აშშ-ის პოზიციებს ახლო აღმოსავლეთში, სახეზეა სრულიად პარადოქსული სურათი. სამხედრო-ტაქტიკურ დონეზე ვაშინგტონი და იერუსალიმი ინარჩუნებენ აბსოლუტურ უპირატესობას. მათი ტექნოლოგიური და სადაზვერვო შესაძლებლობები ირანისას ბევრად აღემატება. თუმცა, პოლიტიკური და სტრატეგიული გავლენა მნიშვნელოვნად იერყევა.

რეგიონული მოთამაშეები, მათ შორის სპარსეთის ყურის ტრადიციული ამერიკელი მოკავშირეები, ხედავენ, რომ ამერიკული უსაფრთხოების ქოლგა აღარ არის ისეთი ყოვლისმომცველი, როგორც თუნდაც 1990-იანი წლების პერიოდში. ისინი იწყებენ ალტერნატიული გზების ძიებას, საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციას და ჰეჯირებას. ომის ხასიათი და ტექნოლოგიური სურათი სრულიად შეიცვალა - მაღალტექნოლოიგურ ძალას შეგიძლია იაფიანი ტექნოლოგიით (დროენბით) ებრძოლო და დიდი ზიანი მიაყენო.

ცხადია ეს არ ნიშნავს, რომ აშშ ახლო მომავალში ვერ აუღებს ალღოს ახალ რეალობას, მაგრამ ომის ამ ეპიზოდში რეალობა საკმაოდ რთულია. ზოგადად, ირანის მსგავსი რეჟიმის მქონე ძალის განადგურებისათვის ან სახალხო აჯანყება საჰაერო მხარდაჭერით ან სახმელეთო ოპერაცია ან შიდა ეთნიკური ესკალაცია გარდაუვალი იყო ომის დაწყებამდეც და ახლაც.

ვის სასარგებლოდ მუშაობს გაურკვეველი მდგომარეობა? პასუხი ცალსახაა - ჩინეთის. სანამ შეერთებული შტატები იხდის უზარმაზარ ფინანსურ, სამხედრო და რეპუტაციულ ფასს ირანის შესაკავებლად და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ჩინეთი აკეთებს იმას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის - იგებს დროს და იფართოებს ეკონომიკურ გავლენას. პეკინის სტრატეგია ეფუძნება პრინციპს - "გაიმარჯვე ომის გარეშე".

ვის სასარგებლოდ მუშაობს გაურკვეველი მდგომარეობა? პასუხი ცალსახაა - ჩინეთის. სანამ შეერთებული შტატები იხდის უზარმაზარ ფინანსურ, სამხედრო და რეპუტაციულ ფასს ირანის შესაკავებლად და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ჩინეთი აკეთებს იმას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის - იგებს დროს და იფართოებს ეკონომიკურ გავლენას. პეკინის სტრატეგია ეფუძნება პრინციპს - "გაიმარჯვე ომის გარეშე"

ჩინეთი არ ერთვება პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში. სამაგიეროდ, ის იყენებს დასუსტებულ და იზოლირებულ ირანს, ყიდულობს იაფ ირანულ ნავთობს, აფინანსებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს და პარალელურად არაბულ სახელმწიფოებთანაც აძლიერებს კავშირებს, თავს იჩენს რა, როგორც პრაგმატული სავაჭრო პარტნიორი.

- ვიდრე სხვა თემებს შევეხებით, რადგან ირანის თემით დავიწყეთ საუბარი, საქართველო-ირანის ურთიერთობებსაც უნდა შევეხოთ. მითუმეტეს რომ ამ თემაზე აშშ-ში საკმაოდ გავლენიან ამერიკულ ორგანიზაციაში იმსჯელეს.

უფრო სწორად იმსჯელეს საქართველოში ირანის გავლენის ზრდაზე. იგულისხმება ის, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ირანის მთავრობის მიერ დაფინანსებული ალ მუსტაფას უნივერსიტეტის სამი ფილიალი. საქართველოში ფუნქციონირებენ ირანული არასამთავრობო, სინამდვილეში კი სამთავრობო ორგანიზაციები და ფონდები.

რომელთაც აშშ და სხვა დასავლური ქვეყნები მიიჩნევენ ირანის უშიშროების სამსახურის საფარად. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა აჰლ ალ ბეითის მსოფლიო ასამბლეა, რომელიც საქართველოში ადრეც არსებობდა, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით მოძლიერდა. ეს ორგანიზაცია პირდაპირაა დაკავშირებული ჰეზბოლასთან. საინტერესოა ის, რომ ყველა ეს ორგანიზაცია და მსგავსი ორგანიზაციები აკრძალულია აზერბაიჯანში.

გვახსოვს, ცოტა ხნის წინ საქართველოში ირანის ელჩის დიპლომატიური ზეაქტიურობა. ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მის მიმართ პრეტენზიებს საქართველოს ხელისუფლება კი არ გამოთქვამდა, არამედ ის გამოთქვამდე საქართველოს მიმართ პრეტენზიებს.

ირანის ელჩის ქცევამ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა. უცნაური ისაა, რომ ირანის საქართველოს ტერიტორიაზე აქტიურობას ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან არც პოლიტიკური და არც „სამართლებრივ რეაგირება“ არ ჰქონია.

აშშ-ირანის ომის ფონზე საქართველოში ირანი რომ გააქტიურებულია, ფაქტია, მაგრამ, მასზე ხელისუფლება რომ არ რეაგირებს, ესეც ცხადად ჩანს.

თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოში ირანის აქტიურობას და ირანის მიმართ ჩვენი ხელისუფლების, როგორც მინიმუმ, ლოაილურ დამოკიდებვულებას?

ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს?

- ის, რომ აზერბაიჯანმა პრო-ირანული ორგანიზაციები და ძალები აკრძალა, სტრატეგიული რეალიზმის ნათელი მაგალითია. ბაქოში კარგად ესმით, რომ ირანული პოლიტიკურ-რელიგიური ექსპანსია სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია ჩვენთვისაც. ზოგადად, ირანი რელიგიურ-იმპერიალისტურ საფუძვლებზე მოქმედებს ფართო რეგიონის მიმართულებით და ამასთან ებრძვის ყოველგვარ დასავლურსაც.

რაც შეეხება ირანის ელჩის ქცევას, დიპლომატიაში ელჩი ყოველთვის ისე იქცევა, რის უფლებასაც მას მასპინძელი სახელმწიფო აძლევს. როდესაც უცხო ქვეყნის დიპლომატი იწყებს პრეტენზიების წამოყენებას და ჭკუის დარიგებას, ეს ნიშნავს, რომ მან დაინახა სისუსტე. მან იგრძნო, რომ წინ არა ძლიერი, საკუთარ ეროვნულ ინტერესებში დარწმუნებული სახელმწიფო ინსტიტუტები, არამედ დამთმობი და მოყოყმანე პოლიტიკური ელიტა დახვდა.

დიპლომატიაში ელჩი ყოველთვის ისე იქცევა, რის უფლებასაც მას მასპინძელი სახელმწიფო აძლევს. როდესაც უცხო ქვეყნის დიპლომატი იწყებს პრეტენზიების წამოყენებას და ჭკუის დარიგებას, ეს ნიშნავს, რომ მან დაინახა სისუსტე. მან იგრძნო, რომ წინ არა ძლიერი, საკუთარ ეროვნულ ინტერესებში დარწმუნებული სახელმწიფო ინსტიტუტები, არამედ დამთმობი და მოყოყმანე პოლიტიკური ელიტა დახვდა

საქართველოს ხელისუფლების პასიური დამოკიდებულება მთლიანად მცდარი არ არის. მაგრამ უადგილო კომენტარების გაკეთება და ერთდროულად ისრაელისათვის და ირანისათვის სამძიმრის გამოცხადება, არასერიოზულია და ყველა მხარეს აღიზიანებს. ამას საერთოდ კომენტარის არ გაკეთება და საერთაშორის პოლიტიკური განცხადებებისაგან სრულიად თავშევაკება სჯობს ხოლმე, რასაც ფარული მოქმედება უნდა ახლდეს თან რადიკალური ჯგუფების წინააღმდეგ.

პირველ რიგში, ეს არის სტრატეგიული ხედვის არარსებობა და მოჩვენებითი "პრაგმატიზმის" პოლიტიკა. არსებობს ილუზია, რომ "დაშოშმინების" პოლიტიკა გამოსადეგია. მაგრამ ისტორიულად ყოველთვის საპირისპირო შედეგს იძლევა - აგრესიული სახელმწიფოები სისუსტეს, მერყეობას, ღიად გამოხატულ ცვალებადობას აღიქვამენ არა როგორც მშვიდობისმოყვარეობას, არამედ როგორც მწვანე შუქს შემდგომი დამატებითი მოთხოვნების წამოსაყენებლად.

არსებობს ილუზია, რომ "დაშოშმინების" პოლიტიკა გამოსადეგია. მაგრამ ისტორიულად ყოველთვის საპირისპირო შედეგს იძლევა - აგრესიული სახელმწიფოები სისუსტეს, მერყეობას, ღიად გამოხატულ ცვალებადობას აღიქვამენ არა როგორც მშვიდობისმოყვარეობას, არამედ როგორც მწვანე შუქს შემდგომი დამატებითი მოთხოვნების წამოსაყენებლად

ამასთან, ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება.

არც მადუროს და არც ასადის რეჟიმის დამხობას აქ პრაგმატული მიდგომები არ მოჰყოლია, რაც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებით უნდა დასრულებულიყო. საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ თავს დიდად არ იწუხებს და ეს სამწუხაროა.

- 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია. პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებას პროდასავლური კურსი აქვს აღებული.

ფაშიანინის მმართველობისას სომხეთის ხელისუფლებამ ურთიერთობები გააქტიურა აშშ-თან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან და განაცხადა რომ სომხეთის მიზანია ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება.

სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა აშშ-თან. აშშ-ს აქტიური მონაწილოებით ზარგეზურის კორიდორში დაიგეგმა „ტრამპის გზის“ მშენებლობა, რომლითაც შუა აზიის ქვეყნებიდან ტვირთები მოხვდება თურქეთში და შემდეგ ევროპაში.

თუ რა რეაქცია ჰქონდა კრემლს ერევნის საგარეო პოლიტიკაში სერიოზულ ცვლილებებზე ბოლო თვეებია ვადევნებთ თვალს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა-რუსეთის ომი მიმდინარეობს, კრემლის პროპაგანდა მთელი დატვირთვით მუშაობს იმაზე რომ ფაშინიანის პროდასავლურმა ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნები წააგოს.

ლამის ყოველ დღე რუსეთი ემუქრება სომხეთს იმით რომ გაუძვირებს გაზისა და ნავთობის ფასს, აუკრძალავს სომხური ნაწარმის რუსეთში შეტანას. ეს პროცესი დაწყებულია. პუტინი ასტანიდან სომხეთს დაემუქრა - თუ პროდასავლურ კურსს აირჩევთ, სომხეთის ეკონომიკა 14%-ს დაკარგავსო.

დაახლოებით ერთი თვის წინ ერევანში ევროპის ლიდერები იყვნენ ჩასული ფაშინიანის მხარდასაჭერად. სულ ახლახან ერევანში ჩასული იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკ რუბიო.

სომხეთის ხელისუფლებამ არა ერთხელ განაცხადა რომ სომხეთის ევროპული მომავალი ბევრი თვალსაზრისით დამოკიდებულია საქართველოზე. დარწმუნებული ვარ ყურადღებით აკვირდებით სომხეთში და სომხეთის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.

მესმის, რომ პროგნოზის კეთება, უმადური საქმეა, თან, როცა საქმე სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესსბს ეხება, მაგრამ მაინც გკითხავთ - სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდება სომხეთში საპარლამენტო არჩევნები?

- სომხეთში მიმდინარე პროცესები არ არის უბრალოდ მორიგი შიდა პოლიტიკური არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი სახელმწიფოს საგარეო კურსთან დაკავშირებით.

ნიკოლ ფაშინიანის პროდასავლური კურსი არ არის მხოლოდ იდეოლოგიური არჩევანი, ეს არის ეგზისტენციალური აუცილებლობით ნაკარნახევი ნაბიჯი, მას შემდეგ, რაც რუსეთმა სომხეთი გადამწყვეტ მომენტში, ფაქტობრივად, სასაკლაოზე მიატოვა.

რაც შეეხება კრემლის რეაქციასა და მუქარებს - მოსკოვის ინსტრუმენტარიუმი ყოველთვის პრიმიტიული, მაგრამ სასტიკია. ეკონომიკური შანტაჟი, ენერგომატარებლებზე ფასის ზრდა და ემბარგოები კლასიკური რუსული იმპერიული ხელწერაა.

ვლადიმერ პუტინის მუქარა ეკონომიკის 14%-იან ვარდნაზე მიზნად ისახავს სომხური საზოგადოების დაშინებას, თუმცა მოსკოვს ერთი მთავარი რამ ავიწყდება: ეროვნული ტრავმა და ღალატის განცდა, რომელიც სომეხმა ხალხმა რუსეთისგან მიიღო, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე გაძვირებული გაზის შიში. რუსეთი კარგავს კავკასიას და ეს ისტერიკული მუქარები არა ძალის, არამედ სისუსტისა და გავლენის შეუქცევადი შემცირების მანიშნებელია.

პუტინის მუქარა ეკონომიკის 14%-იან ვარდნაზე მიზნად ისახავს სომხური საზოგადოების დაშინებას, თუმცა მოსკოვს ერთი მთავარი რამ ავიწყდება: ეროვნული ტრავმა და ღალატის განცდა, რომელიც სომეხმა ხალხმა რუსეთისგან მიიღო, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე გაძვირებული გაზის შიში. რუსეთი კარგავს კავკასიას და ეს ისტერიკული მუქარები არა ძალის, არამედ სისუსტისა და გავლენის შეუქცევადი შემცირების მანიშნებელია

მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ სრულიად ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, რომელიც რეგიონში ყალიბდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკ რუბიოს ვიზიტი და "ტრამპის გზის" კონცეფცია ზანგეზურის დერეფანში მიუთითებს იმაზე, რომ ვაშინგტონმა სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო - ის აღარ აპირებს სამხრეთ კავკასიის რუსეთის ან ირანის ექსკლუზიურ გავლენის სფეროდ განხილვას.

ეს არის მცდელობა, შეიქმნას ახალი ეკონომიკური და უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც დააკავშირებს ცენტრალურ აზიას ევროპასთან თურქეთის გავლით. ამ პროცესში სომხეთის ჩართვა აშშ-სთვის ნიშნავს რეგიონიდან რუსული ბერკეტების საბოლოო განეიტრალებას.

ეს არის მცდელობა, შეიქმნას ახალი ეკონომიკური და უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც დააკავშირებს ცენტრალურ აზიას ევროპასთან თურქეთის გავლით. ამ პროცესში სომხეთის ჩართვა აშშ-სთვის ნიშნავს რეგიონიდან რუსული ბერკეტების საბოლოო განეიტრალებას

რაც შეეხება საქართველოს როლს, სომხეთის ხელისუფლება აბსოლუტურად მართალია. ერევნისთვის ევროპისკენ მიმავალი ფიზიკური, ლოჯისტიკური და პოლიტიკური გზა თბილისზე გადის. თუ საქართველო ჩერდება ან უკან იხევს დასავლური ინტეგრაციის გზაზე, ის ამით ფიზიკურად ახრჩობს სომხეთის ევროპულ შანსსაც.

სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ხშირად ვერ აცნობიერებს ამ ისტორიულ მისიას, როლსა და უპირატესობას, მაშინ როდესაც სწორედ ახლა გვაქვს შანსი, გავხდეთ კავკასიაში დასავლური წესრიგის მთავარი წამყვანი ძალა.

სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ხშირად ვერ აცნობიერებს ამ ისტორიულ მისიას, როლსა და უპირატესობას, მაშინ როდესაც სწორედ ახლა გვაქვს შანსი, გავხდეთ კავკასიაში დასავლური წესრიგის მთავარი წამყვანი ძალა

დაბოლოს, არჩევნების შედეგები. მიუხედავად უზარმაზარი საგარეო წნეხისა და შიდა პოლარიზაციისა, ფაშინიანის გუნდს აქვს ერთი მთავარი უპირატესობა - კარგი ალტერნატივა არ არსებობს. სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობისთვის ძველი, პრორუსული და კორუმპირებული ელიტის დაბრუნება ნიშნავს საბოლოო კაპიტულაციას და წარსულში დაბრუნებას, სადაც სომხეთი რუსული გუბერნიის სტატუსს ატარებდა.

მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ: არც ფაშინიანი არ არის იმუნური. თუკი მისი საგარეო პოლიტიკა არ გაამრთლებს და დასავლეთი რეგიონში დასუსტდება, მასაც მოუწევს მიმდგომების ცვლილება და შესაძლოა სრულაიდაც შეცვალოს კურსი, თუგინდ ჩინეთის მიმართულებაზე.

ფაშინიანის გუნდს აქვს ერთი მთავარი უპირატესობა - კარგი ალტერნატივა არ არსებობს. სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობისთვის ძველი, პრორუსული და კორუმპირებული ელიტის დაბრუნება ნიშნავს საბოლოო კაპიტულაციას და წარსულში დაბრუნებას, სადაც სომხეთი რუსული გუბერნიის სტატუსს ატარებდა

- ჩვენში პრორუსულად განწყობილი საზოგადოების ნაწილი ფაშინიანის ოპონენტებს გულშემატკივრობს. მეორე ნაწილი, ძირითადად, პროდასავლურად განწყობილი ფაშინიანის გულშემატკივარია.

მიუხედავად იმისა, რომ შუა აზიის ქვეყნებში, მათ შორის ყაზახეთში რუსეთის პოზიციები შესუსტებულია, რუსეთი ამ ქვეყნებში კარგა ხანია ჩინეთმა ჩაანაცვლა, რუსეთი პრეზიდენტმა პუტინმა ასტანაში ევრაზიული ეკონომიკური ფორუმი სომხეთზე ზეწოლის საშუალებად გამოიყენა.

რუსეთის გარდა, ბელორუსმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და ტაჟიკეთმა სომხეთს მოუწოდეს არ თქვას უარი ევრაზიის ეკონომიურ სივრცეზე და იმაზე დაფიქრდეს თუ რა ეკონომიკური პრობლემები შეექმნება სომხეთს თუ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებას მოინდომებს.

როგორ შეაფასებდით ასტანაში პუტინის ვიზიტს?

იმ შემთხვევაში თუ სომხეთის არჩევნებში ფაშინიანის პარტია დამარცხდა, სავარაუდოდ, როგორ აისახება არჩევნების შედეგები საქართველოზე?

- ის, თუ როგორ იყოფა ქართული საზოგადოება სომხეთის არჩევნების მიმართ, სინამდვილეში არა მეზობლის ბედზე წუხილს, არამედ ჩვენს შიდა დაპირისპირებასა და საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციას ასახავს. პრორუსული ძალები თბილისში ფაშინიანის კრახს გულშემატკივრობენ, რადგან მათთვის ეს საკუთარი პოლიტიკის გამართლება იქნებოდა.

პრორუსული ძალები თბილისში ფაშინიანის კრახს გულშემატკივრობენ, რადგან მათთვის ეს საკუთარი პოლიტიკის გამართლება იქნებოდა

რაც შეეხება პუტინის ასტანაში ვიზიტსა და ევრაზიული ეკონომიკური ფორუმის ტრიბუნის გამოყენებას სომხეთის დასაშინებლად - ეს არის კლასიკური მუქარა და ძალის დემონსტრაცია. თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, შუა აზიაში რეალური ეკონომიკური და სტრატეგიული ჰეგემონი უკვე დიდი ხანია ჩინეთია. რუსეთი იქ აღარ არის უპირობო დომინანტი. არადა მოსკოვის უკანა ეზოდ მოიხსენიებდნენ აქაურობას და თან სრულიად სამართლიანადაც.

თუმცა მას ჯერ კიდევ შერჩა ინსტიტუციური ინერცია, რომ ევრაზიული კავშირის ავტოკრატები ერთ ხმაში აალაპარაკოს და კოორდინირებული შეტევა მიიტანოს ერევანზე.

ეს მოწოდებები - არ თქვას ერევანმა უარი ევრაზიულ სივრცეზე - არანაირ ეკონომიკურ რაციონალურობას არ ეფუძნება. ეს არის კოლექტიური გეოპოლიტიკური შანტაჟი. რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია რეგიონული კოალიციური წნეხის ორგანიზება, რათა დასაჯოს ურჩი მოთამაშე, ყოფილი ვასალი.

ეს მოწოდებები - არ თქვას ერევანმა უარი ევრაზიულ სივრცეზე - არანაირ ეკონომიკურ რაციონალურობას არ ეფუძნება. ეს არის კოლექტიური გეოპოლიტიკური შანტაჟი. რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია რეგიონული კოალიციური წნეხის ორგანიზება, რათა დასაჯოს ურჩი მოთამაშე, ყოფილი ვასალი

თუმცა, სინამდვილეში, ეს ფორუმი დაემსგავსა ყოფილი მეტროპოლიის მცდელობას, შეინარჩუნოს გავლენის სფერო იქ, სადაც რეალური ბერკეტები უკვე პეკინის ხელში გადადის. პუტინმა ასტანა გამოიყენა არა ახალი ეკონომიკური ხედვის შესათავაზებლად, არამედ დასავლეთისკენ მიმავალი სომხეთის ზურგში ლახვრის ჩასაცემად. თუმცა პეკინის პოზიცია საინტერესოა. არც ის ემხრობა სომხეთის დასავლეთიზაციას, მაგრამ არც რუსეთის ტოტალური გავლენების დაბრუნება უნდა. მას თავისი სცენარები აქვს კავკასიაში, მაგრამ თუ არ გამოუვიდა, ალბათ ისევ რუსეთის დომინაცია ურჩევნია, ვიდრე დასავლეთის.

ახლა რაც შეეხება ფაშინიანის პარტიის შესაძლო დამარცხებას - პირდაპირ უნდა ვთქვათ, ეს კავკასიაში დასავლეთის დაინტერესების კიდევ უფრო შემცირებას ნიშნავს.

თუ სომხეთში პრორუსული, რევანშისტული ძალები გაიმარჯვებენ, ჩვენ მივიღებთ სრულიად შეცვლილ და უკიდურესად საშიშ გეოპოლიტიკურ გარემოს ჩვენს სამხრეთ საზღვრებზე. ეს რამდენიმე კრიტიკულ შედეგს მოიტანს:

ეს პირვგელ რიგში გეოპოლიტიკური იზოლაციის საფრთხეს გაზრდის. ჩვენ აღმოვჩნდებით სრულ მარწუხებში: ჩრდილოეთიდან უშუალოდ ოკუპანტი რუსეთი, ხოლო სამხრეთიდან - მისი სრულიად მორჩილი მარიონეტული რეჟიმი.

თუ სომხეთში პრორუსული, რევანშისტული ძალები გაიმარჯვებენ, ჩვენ მივიღებთ სრულიად შეცვლილ და უკიდურესად საშიშ გეოპოლიტიკურ გარემოს ჩვენს სამხრეთ საზღვრებზე?

სომხეთი კვლავ გადაიქცევა რუსეთის მოწინავე სამხედრო-პოლიტიკურ პლაცდარმად სამხრეთ კავკასიაში, რაც თბილისზე ზეწოლას ათმაგად გაზრდის. ამას ემატება შიდაპოლიტიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორი. ერევანში პრორუსული ძალების გამარჯვება უზარმაზარ სტიმულს მისცემს საქართველოში მოქმედ პრო-რუსულ ძალებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობიანი, დემოკრატიული და განვითარებაზე ორიენტირებული კავკასია. რუსეთს ამ სამიდან არცერთის ხილვა არ სურს ამ რეგიონში. ყოველთვის, აგრესორს სურს მისი გავლენის სფეროები იმდენად სუსტები და გამოფიტულები იყვნენ, რომ ვერასდროს შეძლონ თავის დაღწევა მისგან.

სომხეთი კვლავ გადაიქცევა რუსეთის მოწინავე სამხედრო-პოლიტიკურ პლაცდარმად სამხრეთ კავკასიაში, რაც თბილისზე ზეწოლას ათმაგად გაზრდის. ამას ემატება შიდაპოლიტიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორი. ერევანში პრორუსული ძალების გამარჯვება უზარმაზარ სტიმულს მისცემს საქართველოში მოქმედ პრო-რუსულ ძალებს

- ისეთი პირი უჩანს, რომ უკრაინა-რუსეთის ომის შედეგი სერიოზულ კორექტივებს შეიტანს მსოფლიო პოლიტიკაში.

ამას დღეს ბევრი ხვდება, ბევრიც ვერ ხვდება, ანაც აშკარად მოლოდინის რეჟიმშია. ასეა თუ ისეა, კრემლი და მასი პროპაგანდისტები ბევრს კი ბაქი-ბუქობენ, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ რუსეთ უკრაინას ომს უგებს. ვერც უკრაინის იმ ოლქების ტერიტორიებს ვერ იბყრობს, რომელიც ომის დაწყებამდე მათ რუსეთის ტერიტორიებად გამოაცხადეს და კონსტიტუციაში შეიტანეს.

ახლა აშკარაა, რომ ამ ომში ტექნოლოგიური უპირატესობა უკრაინის მხარესაა. პუტინი ვიზიტად კი ჩადის ასტანასა და დელიში, მაგრამ, იგი კარგა ხანია ზესახლმწიფოდ აღარ განიხილება არა მარტო იმის გამო რომ უკრაინას ბრძოლის ველზე უპირატესობა აქვს, არამედ იმიტომაც, რომ დღეს რუსეთი ჩინეთზეა დამოკიდებული, მისი ეკონომიკა სავალალო დღეშია და ასე შემდეგ.

ვხედავთ, რომ ამერიკა, მიზეზთა გამო ვერ თუ არ ასრულებს მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს როლს, ევროპა, ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, ეხმარება უკრაინას და ამერიკის გარეშე ხდება ანგარიშგასაწევი ძალა, დიდი პოლიტიკაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი.

ვითარებაში, როცა მსოფლიო დაჩქარებულადაც კი იცვლება, ისეთი მცირე ზომის ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, საფრთხები ეზრდებათ, სავარუდოდ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები?

- გლობალური წესრიგი არა უბრალოდ იცვლება, არამედ ჩვენ თვალწინ იმსხვრევა და ხელახლა იწყობა. რუსეთმა უკრაინაში ჯერჯერობით ნამდვილად ვერ მიაღწია სასურველ მიზანს, მაგრამ ის კი მოახერხა, რომ საერთაშოროსი გარემო აღარ არის ისეთი, როგორიც „ცივი ომის“ შემდგომ იყო.

თუმცა, ამ ომმა მოსკოვის არაერთი სისუსტე გამოაჩინა მათ შორის სამხედრო-ტექნოლოიური ჩამორჩენა და ეკონომიკური სიმყიფე. ის, ფაქტობრივად, იქცა ჩინეთის ნედლეულის დანამატად და პეკინის გეოპოლიტიკურ ჯუნიორ მოკავშირედ.

აქვე უნდა გავაკეთოთ ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დათქმა: ამ ომის შედეგებს ჩვენზე პირდაპირი გავლენები ექნება - თუ გაიმარჯვებს რუსეთი, ეს საქართველოს სუვერენიტეტისათვის ეგზისტენციალური დარტყმის საფრთხეს შექმნის. თუ დამარცხდება რუსეთი, ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და განვითარებულ მსოფლიოში ინტეგრაციის შანსს გაზრდის. და მესამე ვარიანტიცაა - ომის შედეგის მიუხედავად, რუსეთი უბრალოდ იმდენად გამოიფიტოს, რომ ახალი ომებისა და ესკალაციების სურვილი მოკლე დროში მაინც აღარ ჰქონდეს, რაც აგრეთვე შანსი იქნება ჩვენთვის.

თუ გაიმარჯვებს რუსეთი, ეს საქართველოს სუვერენიტეტისათვის ეგზისტენციალური დარტყმის საფრთხეს შექმნის. თუ დამარცხდება რუსეთი, ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და განვითარებულ მსოფლიოში ინტეგრაციის შანსს გაზრდის

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას, აქაც პარადიგმული ცვლილებების მოწმენი ვართ. ვაშინგტონი, შიდა პოლიტიკური პოლარიზაციისა და ინდოეთ-წყნარი ოკეანისკენ სტრატეგიული შემობრუნების გამო, მართლაც ტოვებს გარკვეულ ვაკუუმს ევროპის კონტინენტზე.

თუმცა, ამან გამოიწვია ის, რისიც კრემლს ყველაზე მეტად ეშინოდა - ევროპის სტრატეგიული გამოღვიძება. ევროპამ გააცნობიერა, რომ საკუთარი უსაფრთხოების სხვა დაყრდნობა აღარ იმუშავებს. ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის ეტაპობრივ მილიტარიზაციას და მის ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ, ანგარიშგასაწევ უსაფრთხოების აქტორად. თუმცა მოსალოდნელი იყო: ისტორიულად ასეა - არ არსებობს რომელიმე რეგიონში შეიქმნას ძალის ვაკუუმი და ის არ შეავსოს ვინმემ. ამის შესაჩერებლად რუსეთი ალბათ გააორმაგებს ევროპის შიგნით პრო-რუსული პარტიების დაფინანსებას. ვნახოთ.

ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის ეტაპობრივ მილიტარიზაციას და მის ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ, ანგარიშგასაწევ უსაფრთხოების აქტორად... ამის შესაჩერებლად რუსეთი ალბათ გააორმაგებს ევროპის შიგნით პრო-რუსული პარტიების დაფინანსებას

ამ მოცემულობაში ჩვენთვის პრიორიტეტული უნდა იყოს რაც შეიძლება ბევრი პოლიტიკური და ეკონომიკური მოკავშირის არსებობა. ამასთან, რაც შეიძლება მეტად უნდა გაიზარდოს ჩვენი, როგორც სატრანზიტო სივრცის ფუნქცია, მათ შორის შავ ზღვაზეც. დაბოლოს, აუცილებელია სამხედრო კომპონენტის გაძლიერება. იმისათვის, რომ საქართველომ ეკონომიკურად ფეხზე დადგომა შეძლოს, ევროპაში სრული ინტეგრაცია უნდა იყოს მიზანი და არა მისგან დისტანცირება, რადგან ევროპის მიღმა, საქართველოს ეკონომიკური განვითარება არავის ინტერესში არ შედის. პირიქით, მათთვის სუსტი და დამყოლი მოთამაშის ხილვაა სასურველი. თუმცა, ცხადია, საქართველოს ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან არასწორი ნამდვილად არ არის და ეს ისევ უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს კიდეც. მაგრამ აი ამ შემთხვევაში, ეკონომიკური კავშირების პოლიტიკურ ალიანსად გარდაქმნა არც სასურველია ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსათვის და სრულიად არასასურველია უბრალო მოქალაქისათვის.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს