კახა კალაძე - თუ ნახავთ, რომ „არქისთან“ ან ნებისმიერ სხვა დეველოპერულ კომპანიასთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, გპირდებით თანამდებობას დავტოვებ

რა პრობლემაა, რომ ილია წულაია არის ჩემი მეგობარი და ჩემი ბავშვის ნათლია? „არქისთან“ დამოკიდებულებაში რამე არასწორი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული? ისეთი ნებართვა გავეცი, რომელიც არ უნდა გამეცა?“ - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართული დებატებისას, პოლიტიკოს ნიკა ობოლაძის მიერ დასმულ შეკითხვას.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თუკი არსებობს ფაქტი, რომ რომელიმე დეველოპერულ კომპანიასთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თანამდებობას დატოვებს და საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის.

„რომელი წლიდან არის „არქი“ სამშენებლო ბიზნესში? 2006 წლიდან, მაშინ, როდესაც მე საფეხბურთო კლუბ „მილანში“ ვთამაშობდი. „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, ერთ ქალაქში დავიბადეთ, გავიზარდეთ, არის ჩემი შვილის ნათლია, თუმცა ეს რა შუაშია? ან რა პრობლემაა იმასთან დაკავშირებით, რომ ილია წულაია არის ჩემი მეგობარი ან ჩემი ბავშვის ნათლია? რამე არასწორად მაქვს გაკეთებული კომპანია „არქისთან“ დამოკიდებულებაში? არასწორი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული? ისეთი ნებართვა გავეცი, რომელიც არ უნდა გამეცა? გაქვთ რაიმე კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით? თუ ნახავთ, რომ „არქისთან“ და ნებისმიერ კომპანიასთან დაკავშირებით ჩვენ, მუნიციპალიტეტს გვაქვს არასწორი გადაწყვეტილება მიღებული, გპირდებით, რომ თანამდებობას დავტოვებ და ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს