ბლიც ლაბორატორია - თანამედროვე ციფრული ლაბორატორია სტომატოლოგიური კლინიკებისთვის

თანამედროვე სტომატოლოგიაში ხარისხის, სიზუსტისა და სისწრაფის სტანდარტს, ექიმთან ერთად, ციფრული ტექნოლოგიებიც განსაზღვრავს. ორთოპედიული მკურნალობის წარმატება, კი პირდაპირ არის დამოკიდებული კლინიკისა და სატექნიკო ლაბორატორიის ეფექტურ მუშაობაზე. სწორედ ამ მიმართულებით „კლინიკა ბლიც დენტალის ბაზაზე შეიქმნა „ბლიც ლაბორატორია“, რომელიც თანამედროვე ციფრული სატექნიკო ლაბორატორიაა და თანამშრომლობს სხვა სტომატოლოგიურ კლინიკებთან და ექიმებთან.

„ბლიც ლაბორატორია“ აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამოცდილ გუნდსა და ციფრულ სამუშაო პროცესს, რაც სპეციალისტებს საშუალებას აძლევს თითოეული ნამუშევარი დამზადდეს მაქსიმალური სიზუსტითა და ხარისხით. ლაბორატორია ორიენტირებულია, როგორც ესთეტიკურ, ისე ფუნქციურ შედეგზე, რაც თანამედროვე სტომატოლოგიაში უმნიშვნელოვანესია.

ციფრული სამუშაო პროცესი და თანამედროვე ტექნოლოგიები

ბლიც ლაბორატორიაში“ სამუშაო პროცესი სრულად ციფრულ სისტემაზეა დაფუძნებული. თითოეული შეკვეთა გადის დეტალურ დაგეგმვასა და კონტროლს დაწყებული ციფრული სკანირებიდან, დასრულებული საბოლოო დამუშავებამდე. ლაბორატორია მუშაობს CAD/CAM ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის, სწრაფი შესრულებისა და პროგნოზირებადი შედეგების მიღებას.

პროცესი მოიცავს:

  • ციფრულ სკანირებას
  • ციფრულ მოდელირებას
  • ჩარხვა
  • საბოლოო დამუშავებასა და ინდივიდუალიზაციას

სწორედ ასეთი მიდგომა ამცირებს შეცდომების რისკს და უზრუნველყოფს თითოეული კონსტრუქციის მაქსიმალურ შესაბამისობას პაციენტის საჭიროებებთან.

პრემიუმ კლასის აღჭურვილობა

ლაბორატორია მსოფლიოში წამყვანი გერმანული კომპანიის - „Dentsply Sirona“ -ს პარტნიორია კავკასიის რეგიონში. კლინიკა სრულად აღჭურვილია თანამედროვე პრემიუმ კლასის გერმანული ტექნოლოგიებით და პროგრამული უზრუნველყოფით, რაც საშუალებას იძლევა სწრაფად როგორც მარტივი, ისე მაღალი სირთულის სამუშაოების სწრაფად შესრულებას. თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად ზრდის სიზუსტეს, ამცირებს წარმოების დროს და უზრუნველყოფს სტაბილურ ხარისხს ყველა ეტაპზე.

მომსახურების სრული სპექტრი ერთ სივრცეში

„ბლიც ლაბორატორიის“ მრავალფუნქციური ეკოსისტემა პარტნიორ ექიმებს საშუალებას აძლევს ნებისმიერი სირთულის ორთოპედიული შეკვეთა ერთ სივრცეში განათავსონ. ჩვენი ლაბორატორია შემდეგ სამუშაოებს ასრულებს:

  • უმაღლესი ესთეტიკის კერამიკული ვინირები და გვირგვინები (E.max)
  • მაღალი სიმტკიცის ცირკონის გვირგვინები და ხიდები
  • ცირკონის კარკასები შემდგომი ლაბორატორიული დამუშავებისთვის;
  • დროებითი კონსტრუქციები გვირგვინები და ხიდები
  • ციფრული Wax-Up და მოდელების 3D ბეჭდვა.
  • აბატმენტის ფრეზირება
  • ციფრული მოდელირება

შესრულების ვადები

თანამედროვე ციფრული სამუშაო პროცესი „ბლიც ლაბორატორიას“ საშუალებას აძლევს შეკვეთები ოპერატიულად და ორგანიზებულად - 4-5 სამუშაო დღის ვადაში შესრულდეს. ლაბორატორია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ვადების დაცვას, რადგან თანამედროვეობაში დრო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორად დაგეგმილი პროცესები და ტექნოლოგიური მხარდაჭერა ამცირებს ლოდინის პერიოდს და ექიმებს შესაძლებლობას აძლევს პაციენტებს მომსახურება დროულად გაუწიონ.

რატომ ბლიც ლაბორატორია?

„ბლიც ლაბორატორიის“ მთავარი უპირატესობა არის: პრაქტიკული გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა. ლაბორატორია უკვე გამოცდილია რეალურ კლინიკურ გარემოში, რადგან წლების განმავლობაში ემსახურებოდა ბლიც დენტალის შიდა საჭიროებებს. სწორედ ეს გამოცდილება ქმნის სანდო პარტნიორობის საფუძველს სხვა კლინიკებისა და ექიმებისთვის.

„ბლიც ლაბორატორია“ ექიმებს სთავაზობს:

  • თანამედროვე ციფრულ მიდგომას
  • მაღალი სიზუსტის ნამუშევრებს
  • სტაბილურ ხარისხს
  • ოპერატიულ შესრულებას
  • კომუნიკაციასა და პროფესიონალურ მხარდაჭერას

თანამედროვე სტომატოლოგიაში ძლიერი ლაბორატორია წარმატებული შედეგის მნიშვნელოვანი ნაწილია, „ბლიც ლაბორატორია“ კი მზად არის გახდეს სანდო პარტნიორი იმ კლინიკებისა და ექიმებისთვის, რომლებიც ხარისხსა და თანამედროვე სტანდარტებზე არიან ორიენტირებულები.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია