პრემიერის ანგარიში - 2027 წლის 1-ელი მარტიდან, ეტაპობრივად, სავალდებულო ხდება ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა ტაქოგრაფითა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით

2027 წლის 1-ელი მარტიდან, ეტაპობრივად, სავალდებულო ხდება ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა ტაქოგრაფითა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანებისა და ავტოსადგურების რეფორმის განხორციელება, რის ფარგლებშიც, ხორციელდება ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში ჩართული პირების განებართვიანებისა და ავტოსადგურების სერტიფიცირების პროცესი.

„მგზავრთა უსაფრთხოების ხელშეწყობის, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შემცირების, საგზაო უსაფრთხოების განვითარებისა და საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით, 2027 წლის 1 მარტიდან, ეტაპობრივად, სავალდებულო ხდება ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა ტაქოგრაფითა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით.

ასევე, სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მიმართულებით, სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, 2025 წლის ივნისიდან აქტიურად ხორციელდებოდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი. ასევე, ტექინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, L კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების (მოტოციკლები, ტრიციკლები, კვადროციკლები) სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაქვემდებარებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება“,- ნათქვამია დოკუმენტში.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია