"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტურმა გუნდმა პირველი სოლო კონცერტი გამართა

"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტურმა გუნდმა 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პირველი სოლო კონცერტი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპის უნივერსიტეტი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, საღამო "ევროპის უნივერსიტეტის" რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა.

სიტყვით გამოსვლისას მან უნივერსიტეტის მიერ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განხორციელებული აქტივობები შეაჯამა და სტუდენტურ გუნდს პირველი სოლო კონცერტის გამართვა მიულოცა.

„კონცერტის ფარგლებში სტუდენტურმა გუნდმა აკადემიური ნაწარმოებები, ხალხური სიმღერები და ქართული საგალობლები შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 31 მაისსა და 1 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტში" ბავშვებისთვის სხვადასხვა მიმართულების ექიმებთან და სტომატოლოგებთან უფასო პროფილაქტიკური გასინჯვები ჩატარდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს