ანონსი  3 ივნისი

3 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

3 ივნისს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, გარდაცვლილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმესთან დაკავშირებით, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

თემა: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილებები, მფარველები, გავლენების წრე სასამართლოზე და დავა წართმეული ქონების ბიზნესმენის ოჯახისთვის დაბრუნებისთვის“.

მის: შევჩენკოს ქ. №1, სასტუმრო: „ბუტიკ სასტუმრო შოთა რუსთაველი“.

საკონტაქტო: 599 29 12 02

3 ივნისს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში“ პარტიის წევრი, ბესო შენგელია ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია - „გახსოვდეს აფხაზეთი, გახსოვდეს დევნილები“.

მის: ვაჟა ფშაველას 45, „ფორმულას“ შენობა სართული - 3

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644

3 ივნისს, 11:30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის რეგიონალური მდივანი, გიორგი ბოტკოველი, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.

მის: ვაჟა ფშაველას 45, „ფორმულას“ შენობა სართული 3

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644

3 ივნისს, 12:00 საათზე, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან.

3 ივნისს, 12:30 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239

(C კორპუსი, II სართული)

3 ივნისს, 13:00 საათზე, "ძლიერი საქართველო ლელოს" აღმასრულებელი მდივნის თაზო დათუნაშვილის ბრიფინგი ცენტრალურ ოფისში.

თემა: ინფლაცია საქართველოში. "ოცნების" პოლიტიკა ცხოვრებას გიძვირებთ.

3 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

3 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

3 ივნისს, 15:00 საათზე, "ძლიერი საქართველო ლელოს" გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის ბრიფინგი ცენტრალურ ოფისში.

თემა: ელიტური კორუფცია საქართველოში. საგანგაშო ციფრები რომელიც ნათლად აჩვენებს თუ როგორ არის ქვეყანა ჩაძირული კორუფციის ჭაობში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს