აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ჩამოაგდეს ირანული დრონები, რომელთა სამიზნე ქუვეითში აშშ-ის ძალები იყო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, მათმა საჰაერო თავდაცვამ წარმატებით ჩამოაგდო ირანული დრონები, რომელთა სამიზნე ქუვეითში აშშ-ის სამხედრო აქტივები იყო.

„ირანული დრონების მორიგმა ტალღამ, რომელიც ქუვეითში აშშ-ის ძალებზე თავდასხმას ცდილობდა, სამიზნეებზე თავდასხმა ვერ მოახერხა “, - განაცხადა CENTCOM-მა.

მათი ინფორმაციით, არცერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებილა და არცერთი აქტივი არ დაზიანებულა.

CENTCOM-მა მანამდე უარყო ინფორმაცია, რომ ირანმა ბაჰრეინში აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბბინასა და რეგიონში აშშ-ის საჰაერო ბაზაზე თავდასხმა განახორციელა და განაცხადა, რომ „ამერიკულ ძალებზე ირანის ყველა თავდასხმა ჩაიშალა“.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს