სანქტ-პეტერბურგში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ნავთობტერმინალი იწვის

რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში ათობით დრონის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და ნავთობტერმინალი იწვის.

„ტელეგრამ“ არხების ცნობით, სანქტ-პეტერბურგის მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა.

რუსული მედიის ცნობით, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში 10-ზე მეტი რეისი გადაიდო ან გაუქმდა.

მოგვიანებით, “ტელეგრამ“ არხმა Astra-მ დაადასტურა, რომ სანქტ-პეტერბურგში დრონით თავდასხმამ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსში, „პეტერბურგის ნავთობტერმინალში“ ხანძარი გამოიწვია.

რუსული მედიისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ცნობით, დღეს ქალაქში სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი (SPIEF) იხსნება, რომელსაც უცხოელი ბიზნესმენებიც დაესწრებიან.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს