Reuters - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ინდოეთისთვის, ევროკავშირისთვის და კანადისთვის ტარიფების დაწესებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იძულებითი შრომის გამო ინდოეთისთვის, ევროკავშირისთვის და კანადისთვის ტარიფების დაწესებას განიხილავს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ინდოეთი და ევროკავშირი მსოფლიოს იმ 60 ეკონომიკას შორის არიან, რომლებმაც იძულებითი შრომით წარმოებული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა ვერ შეძლეს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა იძულებით შრომასთან დაკავშირებით გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც თებერვალში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული გლობალური ტარიფები გააუქმა.

აშშ ინდოეთიდან იმპორტზე დამატებით 12.5%-იანი ტარიფების, ხოლო კანადიდან, ეკვადორიდან, ევროკავშირიდან, ინდონეზიიდან, მექსიკიდან და პაკისტანიდან 10%-იანი ტარიფების დაწესებას განიხილავს.

„ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორების წარუმატებლობა, რომ იძულებითი შრომით წარმოებული პროდუქციის იმპორტის საკითხი ვერ მოაგვარეს, მიუღებელია. ეს გლობალურ დონეზე ამერიკელი მუშაკებისთვის არათანაბარ პირობებს ქმნის“, - განაცხადა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯემისონ გრირმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს