რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური - ევროანტიქრისტეებმა სომხეთში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მიზანში ამოიღეს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, ევროკავშირი სომხეთიდან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განდევნას ცდილობს.

„ევროანტიქრისტეებმა სომხეთში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მიზანში ამოიღეს. საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა სომხეთიდან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განდევნას აგრესიულად შეუდგა“, - აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვის უწყება.

უწყების განცხადებით, „ევროკავშირი სომხეთს ევროინტეგრაციის სავალდებულო წინაპირობად მოსკოვთან საუკუნოვანი რელიგიური და სულიერი კავშირების სრულად გაწყვეტას უყენებს“.

ასევე, უწყებაში აღნიშნეს, რომ „ევროკავშირი ცდილობს, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერევან-სომხეთის ეპარქიას საეკლესიო უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება ჩამოართვას და სომხეთის სამოციქულო ეკლესიასთან მისი დიალოგი დაბლოკოს“.

„აპრილში შექმნილი ევროკავშირის პარტნიორობის მისია სომხეთში, ამ პოლიტიკურ-იდეოლოგიური ამოცანის ფარგლებში, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ბოროტ თავდასხმას ახორციელებს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს