ინდოეთში სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 21 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის დედაქალაქში სასტუმროში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას ინდური მედიასაშუალება NDTV ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ხანძარი ნიუ-დელის სამხრეთში, მალვია ნაგარის უბანში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს გაუჩნდა.

პოლიციის განცხადებით, 40 ადამიანი გადაარჩინეს და ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხანძარი სასტუმროს პირველ სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს