გიორგი შალამბერიძე - რუსეთის სურვილია 7 ივნისის არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანმა არ გაიმარჯვოს, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ დასავლეთსაც საკმაოდ აქტიური მონაწილეობა ექნება ამ პროცესებში

რუსეთის გაცხადებული ქმედებებიდან ჩანს, რომ რუსეთის სურვილია 7 ივნისის არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანმა არ გაიმარჯვოს. არ მახსენდება სომხეთის თემა დასავლურ წრეში ასეთი აქტუალური ყოფილიყო, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ დასავლეთს საკმაოდ აქტიური მონაწილეობა ექნება ამ პროცესებში, - ამის შესახებ „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელმა გიორგი შალამბერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, სომხეთში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და ამ ფონზე რუსეთის განცხადებებსა და გადაწყვეტილებებზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი შალამბერიძის თქმით, 7 ივნისს, სომხეთში მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება, ამ ეტაპზე კი, გამოკვლევები აჩვენებს, რომ ნიკოლ ფაშინიანის პარტიას აქვს უპირატესობა, თუმცა გამოკვლევები აჩვენებს იმასაც, რომ არსებობს ბევრი გადაუწყვეტელი [მოცემულობა]. მისი თქმით, ფაშინიანს ჰყავს სამი ძირითადი მეტოქე, თუმცა მათგან ყველაზე ძლიერია „ძლიერი სომხეთის ალიანსი“ და მისი ლიდერი სამველ კარაპეტიანი.

ამასთან მან ისაუბრა, რა სავარაუდო ქმედებებს ექნება რუსეთისგან ადგილი იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი ევროკავშირისკენ გააგრძელებს სვლას.

„მახსენდება დიმიტრი პესკოვის განცხადება, რომ სომხეთის გადასაწყვეტია ევრაზიულ კავშირში გააგრძელებს დარჩენას, თუ გზას განაგრძობს ევროკავშირისკენ, თუმცა მან თქვა, რომ ეს არ უნდა მოხდეს ევრაზიის კავშირის ფინანსური სახსრების ხარჯზე, რაშიც რა თქმა უნდა, იგულისხმებოდა შემდეგი - იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი გააგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას, ამას მოჰყვება რუსეთისგან საპასუხო ქმედებები. ეს საპასუხო ქმედებები შემოფარგლული იქნება მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, ეკონომიკური ქმედებებით, თუ ამას გარდა რუსეთი რაღაც სხვა ქმედებებს განახორციელებს, როგორიც არის შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება, [არ ვიცით]. თეორიულად შეიძლება ამის რისკი არსებობდეს, თუმცა ამ ეტაპზე, გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, ვფიქრობ, რუსეთი დაკავებულია უფრო სხვა ამოცანებით, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკრაინასთან შედარებით სომხეთი მცირე ზომის ქვეყანაა, ასევე ისიც გასათვალისწინებელია, რომ სომხეთმა არაერთი რესურსი დაუთმო თავისი არმიის განვითარებას, სამხედრო პოტენციალის გაზრდას. შესაბამისად, ვფიქრობ, სომხური შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში არიან ყველაზე ცუდი შემთხვევისთვისაც,“ - განაცხადა მან.

რაც შეეხება გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომ ეძებენ მოკლე ვადებში სომხეთისთვის ევროკავშირის დახმარების გაზრდის გზებს, გიორგი შალამბერიძის შეფასებით, ევროკომისრის ეს განცხადება პოლიტიკური და ეკონომიკური პრიზმიდან უნდა შეფასდეს.

„პოლიტიკური პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, მიმაჩნია, რომ არჩევნების კონტექსტში როდესაც ევროსტრუქტურების წარმომადგენელი ამას ამბობს, ეს ძალიან დიდი მხარდაჭერა არის ფაშინიანის პოზიციისთვის, რადგან ამით სომეხ ხალხსაც ეტყვის, რომ უიმედო სიტუაცია არ არის და შესაძლებელია სხვა ალტერნატივების პოვნა. რაც შეეხება ეკონომიკურ პერსპექტივიდან ამის დანახვა, თუ რამდენად შესაძლებელია დღეს და ხვალ ბაზარი გახსნას ევროკავშირში... ჩვენ ვიცით, თუნდაც საქართველოს მაგალითიდან, რომ დიდი დრო სჭირდება შეხვიდე ევროკავშირის ბაზარზე, გაიცნო იქაური ბაზარი, პროდუქცია, რომელიც რუსეთში არის მოთხოვნადი შეიძლება ევროკავშირში საერთოდ არ იყოს მოთხოვნადი, თუმცა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მოხერხდება ევროკავშირის ბაზრის სომხეთისთვის სრულად გახსნა“- აღნიშნა გიორგი შალამბერიძემ.

რაც შეეხება საკითხს, თუ რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს საქართველოსთვისაც მუქარისშემცველი ის განცხადებები, რომელსაც მოსკოვი ერევანთან მიმართებით აკეთებს, გიორგი შალამბერიძის თქმით, საჭიროა ძლიერი საგარეო პოლიტიკა.

„ეს ყველაფერი, რასაც რუსეთი აკეთებს, ახალი არ არის. რუსეთთან ურთიერთობას სჭირდება საგარეო პოლიტიკური რისკების შემცირება და სწორად მართვა. სწორად მართვა და კაპიტულაცია არ არის ერთი და იგივე. რა თქმა უნდა, საქართველო და რუსეთი არიან მეზობლები, შესაბამისად, ყველა ამ საფრთხეს სჭირდება სწორი მართვა. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ძლიერი საგარეო პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება ეროვნულ ინტერესებზე და ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც გათავისუფლებული ექნება ეს ყველაფერი“, - განაცხადა გიორგი შალამბერიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია