პროკურატურაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის სასწავლო კურსი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამდღიანი სწავლების ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საერთაშორისო სტანდარტები ქალთა უფლებების, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ, ოჯახური დანაშაულის არსი, სისხლის სამართლის პოლიტიკა, დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხები, არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა.

„სასწავლო კურსის ფარგლებში, ასევე ყურადღება დაეთმო დაზარალებულთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს - მსხვერპლის და მოძალადის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან ურთიერთობის თავისებურებებს და ეთიკურ პრინციპებს; ტრავმა-ინფორმირებულ მიდგომას და ასერტულობის განვითარებას, კომუნიკაციის ძირითად პრინციპებს.

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შედეგად, საქართველოს პროკურატურას დამატებით 23 სპეციალიზებული პროკურორი და 6 სპეციალიზებული გამომძიებელი შეემატა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სპეციალიზაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე საქართველოს პროკურატურა უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს.

პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება და განგრძობადი პროფესიული განათლება, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე მართლმსაჯულების ეფექტიანობის გაზრდას. შესაბამისად, ამ მიმართულებით სპეციალიზებულ პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია