ტერაბანკმა 8 მილიონი დოლარის მოცულობის ობლიგაციები განათავსა

ტერაბანკმა 8 მილიონი დოლარის მოცულობის უვადო, სუბორდინირებული, დამატებითი პირველადი კაპიტალის კერძო ობლიგაციები განათავსა. ტრანზაქციის ექსკლუზიური განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალია.

ფასიან ქაღალდებზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა, ინვესტორები კი ძირითადად ფიზიკური პირები არიან.

ობლიგაციების გამოშვება ტერაბანკის კაპიტალის ბაზის კიდევ უფრო გაძლიერებას, კაპიტალის სტრუქტურის დივერსიფიკაციასა და ბანკის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების მხარდაჭერას ემსახურება. ამავდროულად, აღნიშნული ნაბიჯი სესხის პორტფელისა და პროდუქტების ხაზის გაფართოებას უწყობს ხელს, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის როგორც ბიზნესკლიენტებისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის.

ობლიგაციების წარმატებით განთავსება ასახავს ინვესტორების ნდობას ბანკის ფინანსური მდგრადობისა და განვითარების ხედვის მიმართ.

ტერაბანკი 1999 წლიდან ოპერირებს ქართულ საფინანსოსექტორში და მომხმარებლებს მრავალფეროვან, მოქნილ და სანდო ფინანსურ გადაწყვეტებს სთავაზობს. ბანკის მთავარი ფოკუსი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაა — ტერაბანკი მათთვის სანდო პარტნიორია ზრდისა და განვითარების გზაზე. ბანკის სტრატეგია ორიენტირებულია ინოვაციასა და ტექნოლოგიურ პროგრესზე, რაც მომხმარებლებისთვის უსაფრთხო და პერსონალიზებული მომსახურების შექმნას უზრუნველყოფს.

(R)

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა