ადვოკატი - პირს, რომელიც წარმოდგენილი იყო სასამართლოზე, ინფორმაცია არ ჰქონდა, აპირებდნენ თუ არა ბაჩო ახალაია და მისი მეუღლე დამალვას, არ ჰქონდა ინფორმაცია ამოღებულ ტექნიკურ საშუალებებზე რა სახის ინფორმაცია იყო და ჰქონდათ თუ არა 4 ოქტომბრის მოვლენებში მონაწილე პირებთან კავშირი

ფიზიკურ პირს, რომელიც წარმოდგენილი იყო სასამართლოზე, ინფორმაცია არ ჰქონდა, აპირებდნენ თუ არა ბაჩო ახალაია და მისი მეუღლე ქვეყნის შიგნით ან გარეთ დამალვას. ასევე, არ ჰქონდა ინფორმაცია სახლიდან ამოღებულ ტექნიკურ საშუალებებზე რა სახის ინფორმაცია იყო და ჰქონდათ თუ არა 4 ოქტომბერს მიმდინარე მოვლენებში მონაწილე პირებთან კავშირი, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატმა, გია გოროზიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მოწმის გამოკითხვის დროს დადასტურდა, რომ მის მიერ მიღებული ინფორმაცია აბსურდული და არასწორი იყო, რომელიც მხოლოდ ვარაუდზე იყო დაფუძნებული.

„პროცესზე სუს-ის ერთ-ერთი თანამშრომელი გამოიკითხა და ერთ-ერთი პატაკის ავტორი, რომელსაც გარკვეული სახის, საიდუმლო ინფორმაცია ჰქონდა მიღებული, რომ ბაჩო ახალაია და ანი ნადარეიშვილი მიმალვას აპირებდნენ.

დაცვის მხარის კითხვებზე, ჰქონდა თუ არა დაზუსტებული ინფორმაცია თუ სად აპირებდა ბაჩო ახალაია მიმალვას, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ან რა ტექნიკური საშუალებებით აპირებდა ბრალდებული თუნდაც ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ გადამალვას, ან ჰქონდათ თუ არა მათ ქვეყნის დასატოვებლად რაიმე სახის ბილეთი ნაყიდი, ან სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის დოკუმენტაცია - მოწმის პასუხი იყო, რომ არ იცოდა და რომ ეს დეტალები ინფორმატორისთვის არ უკითხავს.

მოწმემ ბაჩოს კითხვაზე, ენდობა თუ არა ინფორმატორს და მის მიერ გადაცემულ ინფორმაციას, განუცხადა, რომ ინფორმატორი და მის მიერ მიცემული ინფორმაცია იყო სანდო და რომ მიღებული ინფორმაცია უტყუარი იყო, რადგან სხვა ტექნიკური საშუალებებით გადაამოწმა.

მოკლედ, ფიზიკურ პირს, რომელიც წარმოდგენილი იყო სასამართლოზე და ჩვენება მხოლოდ პატაკის ირგვლივ მისცა, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა - აპირებდნენ თუ არა ბაჩო ახალაია და მისი მეუღლე ქვეყნის შიგნით ან გარეთ დამალვას. ასევე, არ ჰქონდა ინფორმაცია სახლიდან ამოღებულ ტექნიკურ საშუალებებზე რა სახის ინფორმაცია იყო და ჰქონდათ თუ არა 4 ოქტომბერს მიმდინარე მოვლენებში მონაწილე პირებთან კავშირი. მოწმის ჩვენებით დადასტურდა, რომ მის მიერ მიღებული ინფორმაცია აბსურდული, არასწორი და მხოლოდ ვარაუდი იყო და მიგვაჩნია, რომ ეს ხელოვნურად მოგონილი.

მოწმეს ბაჩომაც არაერთი კითხვა დაუსვა, თუმცა კითხვებზე არასაკმარისი, ბუნდოვანი და ორაზროვანი პასუხები იყო გაცემული. მისი განცხადება იყო ვარაუდი. ბოლოს კი, როდესაც იძულებული გახდა, რომ მის მიერ ჩვენს კითხვებზე გაცემულ პასუხები გამოესწორებინა, განაცხადა, რომ მიწოდებული ინფორმაცია შესაძლოა სწორი ან არასწორი ყოფილიყო“,- განაცხადა გია გოროზიამ.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, ბაჩო ახალიას წინააღმდეგ მიმდინარეობს მეორე სისხლის სამართლის საქმეც, სსსკ 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია