დონალდ ტრამპი - ირანის უზენაესი ლიდერი მოლაპარაკებებში ჩართულია - აიათოლასთან შეხვედრის პატივი ჯერ არ მქონია, მისი მდგომარეობა არც ისე კარგია, თუ ამბებს დავუჯერებთ, მას ბევრი ნაწილი აკლია

ირანის უზენაესი ლიდერი მოლაპარაკებებში ჩართულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩართულია. მას დიდ პატივს სცემენ. აიათოლასთან შეხვედრის პატივი ჯერ არ მქონია. მისი მდგომარეობა არც ისე კარგია. თუ ამბებს დაუჯერებთ, მას ბევრი ნაწილი აკლია. მსურს შევხვდე. ალბათ, რაღაც ეტაპზე შევხვდებით, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გამოვა საქმე“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა Axios-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომ ორშაბათს სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „შეშლილი“ უწოდა.

„ვერ ვიტყოდი, რომ გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ ცოტათი აღშფოთებული ვიყავი ლიბანთან მისი მუდმივი ბრძოლით. თუმცა, ბიბი ძალიან მომწონს. მასთან ძალიან კარგად ვმუშაობ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა, შესაძლოა, სექტემბრამდეც კი გაგრძელდეს.

„არ ვიცი. ვფიქრობ, რომ შეიძლება ძალაში დარჩეს, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამის სწრაფად მოგვარებას შევძლებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა