ვოლოდიმირ ზელენსკი - მარკ რუტესთან ერთად კიევში ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იმყოფებიან

მარკ რუტესთან ერთად კიევში ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იმყოფებიან, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, კიევში ვიზიტით მყოფი ნატო-ს დელეგაციის შემადგენლობაში ალიანსის გენერალური მდივანი მარკ რუტე, ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯუზეპე კავო დრაგონე და ალიანსის 32-ვე ქვეყნის წარმომადგენლები შედიან.

ზელენსკიმ მარკ რუტესთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპულ უკრაინელ მებრძოლთა ხსოვნის მემორიალი მოინახულა.

„ვაფასებთ ალიანსის წარმომადგენლების მხრიდან პატივისცემის ამ ნიშანს ჩვენი მეომრების მიმართ, რომლებიც ჩვენს ქვეყანასა და მთლიანად ევროპას რუსული ბოროტებისგან იცავდნენ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს