ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციური პარტიები ნანობენ ბოიკოტის გადაწყვეტილებას, ამ მატარებელმა ჩაიარა და უნდა მოემზადონ შემდეგი არჩევნებისთვის - იმედი მაქვს, იგივე შეცდომას არ დაუშვებენ

ოპოზიციამ აშშ-სგან ძალიან პირდაპირი ტექსტით მიიღო გზავნილი, რომ დემოკრატია ნიშნავს, მათ შორის ოპოზიციის ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში - ამიტომ ახლა ინგლისურის ცოდნა-არცოდნაზე საუბარი, რა თქმა უნდა, სასაცილოა - თუ ინგლისური არ იციან, მაშინ რას დარბოდნენ ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში და რას უმტკიცებდნენ მათ? - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის გზავნილი ნათელია და სწორედ ამ გზავნილმა გამოიწვია დაპირისპირება მათ შორის.

“ძალიან კარგად ვიცით, რა უთხრა ამერიკის დელეგაციამ ოპოზიციას. ამიტომ, აქ ახლა კეკლუცობა და რაღაც ზედმეტი ინსინუაციები სრულიად ზედმეტია. მათ აშშ-სგან ძალიან პირდაპირი ტექსტით მიიღეს გზავნილი, რომ დემოკრატია ნიშნავს, მათ შორის, ოპოზიციის ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომ, ახლა ინგლისურის ცოდნა-არცოდნაზე საუბარი, რა თქმა უნდა, სასაცილოა. თუ ინგლისური არ იციან, მაშინ რას დარბოდნენ ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში და რას უმტკიცებდნენ მათ? გზავნილი არის ნათელი - ამიტომაც გამოიწვია ამან დაპირისპირება, რადგან კარგად გვახსოვს, რა მოხდა არჩევნების შემდეგ. არჩევნების შემდეგ ოპოზიციიდან თითქმის ყველამ, ვინც გადალახა ბარიერი, ბოიკოტის გზა აირჩია.

ჩვენ მაშინაც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ ბოიკოტი არის საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობა. როდესაც ხმას გაძლევენ, კეთილი უნდა ინებო, უნდა მიხვიდე პარლამენტში და უნდა დაჯდე და იმუშაო იმისათვის, რომ გაამართლო ნდობა, რომელიც ამომრჩეველმა გამოგიცხადა. მათ აირჩიეს ძალადობრივი, რევოლუციის გზა, შესაბამისად, თვითონვე მოითხოვეს საკუთარი მანდატების გაუქმება, რაც ჰარაკირის ტოლფასია.

ძნელი გამოსაცნობი არ იყო, რომ მათ სწორედ ეს დაემართებოდათ. ისტორიის ნებისმიერი სახელმძღვანელო რომ გადაშალოთ, ნახავთ, რომ ყველას, ვინც ბოიკოტს აცხადებს და პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობს, თ შემდეგ უკვე პრობლემა ექმნებათ პოლიტიკურ სცენაზე. ამიტომ, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ჩვენ მათ ვერანაირად ვერ დავეხმარებით ამ გადაწყვეტილების შეცვლაში. ამ მატარებელმა ჩაიარა და უნდა მოემზადონ შემდეგი არჩევნებისთვის - იმედი მაქვს, შემდეგ არჩევნებზე იგივე შეცდომას არ დაუშვებენ, რა შეცდომაც ახლა დაუშვეს”, - განაცხადა სამხარაძემ.

ამავე თემაზე საუბრისას სამხარაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია ახლა ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილებას ნანობს.

“არის ორი მთავარი მომენტი: ერთი არის, რომ ისინი ნამდვილად ნანობენ ამ გადაწყვეტილებას. ძალიან კარგად ვიცით, რომ ნანობენ არა მხოლოდ შიდა საუბრებიდან, არამედ, მათ შორის, როდესაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს ესაუბრებიან. მეორე არის ურთიერთგადაბრალების პროცესი, რადგან იმას, ვინც ამ იდეის ავტორი იყო, ახლა დანარჩენები თავს ესხმიან, რომ აი, შენ რომ დაგიჯერეთ, სწორედ ამის ბრალია ეს ყველაფერიო. ყველა იმ ადამიანმა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, უნდა აგოს პოლიტიკური პასუხი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი დეპუტატის არჩევანია პარლამენტში ივლის თუ არა, მაგრამ პოლიტიკური ფასი ყველამ უნდა გადაიხადოს, რადგან ამ გადაწყვეტილებამ ძალიან დააზარალა საქართველო და საქართველოს საერთაშორისო იმიჯი. იმ ადამიანებმა, რომლებიც აზარალებენ საქართველოს, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ ყოველთვის”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, 25-28 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისას, საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

განცხადების ერთ-ერთი ნაწილი საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს შეეხებოდა. მათი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია