ნიკა გვარამია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - დღევანდელი სხდომა ევროკავშირისთვის და აშშ-ისთვის ჩატარებული სხდომაა - იქნება შიდა ვაჭრობა, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვონ არა ახალი არჩევნებით, არამედ ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნებით

კიდევ ერთხელ აკეთებს „ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა: პოლიტიკურ პატიმრებს, ანუ მძევლებს, აგროვებს და დასავლეთს ევაჭრება,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა და ე.წ. საბოტაჟის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნიკა გვარამიამ, სასამართლო პროცესის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ნიკა გვარამიას შეფასებით, აღნიშნულ საქმეზე სასამართლო, ბრალდებულების წინააღმდეგ ბრალდების შესაბამისად, სხვადასხვა ვადის განაჩენს დააყენებს.

„დღევანდელი სხდომა შემთხვევითი არ არის, ეს ევროკავშირისთვის და აშშ-ისთვის ჩატარებული სხდომაა. იქნება შიდა ვაჭრობა, რომელიც „ქართული ოცნების" სურვილს უკავშირდება, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვოს, არა ახალი არჩევნებით, უკვე თავისი პირობებით ჩატარებული არჩევნებისაც ეშინია, არამედ ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნებით”,- განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება