ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას მორიგი სასამართლო პროცესი 18 ივნისს გაიმართება

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის - მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას მორიგი სასამართლო პროცესი 18 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება. 18 ივნისის პროცესის შემდეგ საქმის განხილვა, კვირაში ორჯერ - სამშაბათსა და ხუთშაბათს შედგება.

„მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარე ვალდებულია, რომ ბრალდების მხარდაჭერა ეფექტურად განახორციელოს. საქმე მოცულობითია და მტკიცებულებების გამოკვლევას სჭირდება დრო. დღეს ბრალდების მხარეს პროცესზე დასაკითხად 3 პირი წარადგინა, თუმცა მხარეთა გრაფიკის, მოწმეთა დაკითხვის დროის გათვალისწინებით მხოლოდ 1 პირი დაიკითხა. შესაბამისად, გაიწერა გრაფიკი",- განაცხადა საქმის პროკურორმა ანი ხუბეჯიშვილმა.

პროკურორის თქმით, დღევანდელ პროცესზე დაიკითხა გამომძიებელი, რომელიც პოლიტიკური პარტიების ოფისების ჩხრეკას დაესწრო და რომელსაც „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განუცხადა, რომ ოფისებში არსებული - პიროტექნიკა, ბენზინი, ლაზერები და ასაფეთქებელი საშუალებები აქციაზე უნდა ყოფილიყო გამოყენებული, პოლიციელების დასაზიანებლად.

„რაც შეეხება დაკითხულ პირს, იყო საგამოძიებო დანაყოფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც პოლიტიკური პარტიების ოფისების ჩხრეკის ადგილზე იმყოფებოდა და მიიღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ერთ-ერთი ბრალდებულისგან, ელენე ხოშტარიასგან. საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის დროს აღმოჩენილი იყო ნივთები და ნივთიერებები, მათ შორის, ბენზინი, პიროტექნიკა და სხვა, რომელიც აქციის მსვლელობისას იყო გამოყენებული. სხდომასთან დაკავშირებით, ელენე ხოშტარიამ, პირს, რომელიც დავკითხეთ პირდაპირ უთხრა, რომ ამ ოფისში არსებული პიროტექნიკა და ნივთიერებები წინააღმდეგობისთვის, კონკრეტულად, გვითხრა, რომ პიროტექნიკა იყო განკუთვნილი პოლიციელების დასაზიანებლად და მათი საქმიანობის ხელშეშლისთვის. პირდაპირ უპასუხა და ამის ჩანაწერიც არსებობს საქმეში, ამ ჩანაწერს თავად ელენე ხოშტარია ახორციელებდა, პირდაპირ ეთერში", - განაცხადა ანი ხუბეჯიშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“