გია ხუხაშვილი - პაპუაშვილი კახელია და სამხარაძე იმერელი, ის კახურად და პირდაპირ საუბრობს, რასაც „ოცნებაში“ ფიქრობენ, ეს კი იმერულად ატარებს „ტრიუკებს“, ვითომ მოლაპარაკებებისთვის  მზად არიან - ივანიშვილი ამღვრევს წყალს და ცდილობს მასში თევზი დაიჭიროს

პაპუაშვილი კახელია და სამხარაძე იმერელი. ის კახურად პირდაპირ საუბრობს, რასაც ფიქრობენ „ქართულ ოცნებაში“ და ეს იმერულად ახვევს, „ტრიუკებს“ ატარებს, რომ ვითომ, მზად არიან მოლაპარაკებებისთვის - სხვადასხვა ტაქტიკას ირჩევენ და აბნევს ეს საზოგადოებას, ათასი შეთქმულების თეორიები იწყება, რომ აი, რა ხდება, სამხარაძე ერთს ამბობს და პაპუაშვილი მეორეს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „ქართულმა მხარემ ლუქსემბურგს სთხოვა, ევროკომისიასთან საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ საკითხი დააყენოს და მზად არიან კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით“.

ხუხაშვილის თქმით, არც სამხარაძე აყალიბებს პოლიტიკას და არც პაპუაშვილი, რეალურად კი, „ერთი კაცი თავისი პაიკებით თამაშობს, ერთმანეთისგან განსხვავებულად ასაუბრებს და შემდეგ ამღვრევს წყალს, ცდილობს ამ ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭიროს“.

„პრობლემა იმაშია, რომ პაპუაშვილი კახელია და სამხარაძე იმერელი. ის კახურად პირდაპირ საუბრობს, რასაც ფიქრობენ „ქართულ ოცნებაში“ და ეს იმერულად „ახვევს“, „ტრიუკებს“ ატარებს, რომ ვითომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის. ქვეყანა, რომელსაც დემოკრატია უნდა, ასეთ კანონებს არ მიიღებდა. თუ ეს კანონი ვაჭრობისთვის მიიღეს, ეს კიდევ უფრო უარესი უბედურებაა, თუ ასეთ ენაზე უნდათ პარტნიორებთან და მეგობრებთან საუბარი.

ერთი კახურ „სლენგზე“ გამოთქვამს საკუთარ პოლიტიკურ მოსაზრებებს, მეორე იმერულად.

რა თქმა უნდა, ყველაფერი სავაჭროდ აქვთ პოლიტპატიმრებიდან დაწყებული კანონებით დამთავრებული.

სავაჭროდ სჭირდებათ იმისთვის, რომ მცირე კოსმეტიკური დათმობების სანაცვლოდ, ძირითად ფუნდამენტურ პრობლემებზე, რაც უკავშირდება ხისტ ავტორიტარიზმს, ბრიუსელმა თუ ამერიკამ თვალი დაუხუჭოს. სხვა საკითხია, რომ სხვადასხვა ტაქტიკას ირჩევენ და ესეც აბნევს საზოგადოებას, ათასი შეთქმულების თეორიები იწყება, რომ აი, რა ხდება, სამხარაძე ერთს ამბობს და პაპუაშვილი მეორეს.

სინამდვილეში, არც სამხარაძე აყალიბებს პოლიტიკას და არც პაპუაშვილი. ერთი კაცი თავისი პაიკებით თამაშობს, ერთმანეთისგან განსხვავებულად ასაუბრებს და შემდეგ მაქსიმალურად ამღვრევს წყალს, ცდილობს ამ ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭიროს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ლუქსემბურგის მხარეს სთხოვა, ევროკომისიასთან საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ საკითხი დააყენოს. მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ლუქსემბურგის მხარეს იმის შესახებ, თუ რა ხდება, როგორც საქართველოში, ასევე, რეგიონში.

"ლუქსემბურგს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ - მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით," - განაცხადა სამხარაძემ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“