პროკურორი „საბოტაჟის საქმეზე“ - დღეს პარტიების ოფისების ჩხრეკაში მონაწილე პირები, ასევე პარლამენტის წარმომადგენელი დაიკითხება - საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, მათ შორის, ვიდეო ჩანაწერები და საჯარო ინფორმაციები მათი მოწოდებების შესახებ

ე.წ. საბოტაჟის საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის განცხადებით დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე, მტკიცებულებათა გამოკვლევას მოწმეების გამოკითხვით გააგრძელებს.

მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე გამოიკითხება პარლამენტის წარმომადგენელი, რომელიც სასამართლოს მიაწვდის ინფორმაციას, პარლამენტის ფუნქციონირების შეფერხებასთან დაკავშირებით.

„დღევანდელი პროცესი მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება. დაიკითხებიან პირები, რომლებიც პარტიების ოფისების ჩხრეკაში იღებდნენ მონაწილეობას, ასევე პარლამენტის წარმომადგენელი, რომელიც სასამართლოს მიაწვდის ინფორმაციას პარლამენტის ფუნქციონირების შეფერხებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, მათ შორის, ვიდეო ჩანაწერები, საჯარო ინფორმაციები მათი მოწოდებების შესახებ, გამომძიებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციები, მათი ძალადობრივი ქმედებების შესახებ, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციები, სადაც ასახულია მათი შეთანხმება ისეთი ტიპის ქმედებების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული”, - განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა