ნიკა გვარამია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - ივანიშვილს ტვინი თუ არ ჰყოფნიდა, ხერხემალი მაინც კარნახობდა, როგორც „პავლოვის ძაღლს“, რომ სწორი დასკვნები მიეღო, ახლა, შიშის გამო, რადიკალურად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს - გონზე მოსვლა კიდევ შეუძლია

ივანიშვილს სანქციების შიშმა დიდი ხანია წონასწორობა დააკარგვინა, - ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანგარიში, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს ბიძინა ივანიშვილის აქტივები და ამ საკითხზე ითანამშრომლოს გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-თან.

ნიკა გვარამიას განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ინტერესებს უსმინოს და არა მისი სამარცხვინო, მარიონეტული მთავრობის ინტერესებს“.

„თავიდან ჩემთვის გასაკვირი იყო და ახლა უკვე აღარც მიკვირს მისი ინსტინქტები. ტვინი თუ არ ჰყოფნიდა, ხერხემალი მაინც კარნახობდა ხოლმე, როგორც „პავლოვის ძაღლს“, რომ სწორი დასკვნები უნდა მიეღო. ახლა ძალიან შეშინებულია, ამ შიშის გამო იღებს რადიკალურად არასწორ გადაწყვეტილებებს. მას გონზე მოსვლა ჯერ კიდევ შეუძლია. თუ იქნება ისეთი გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც შეუქცევადი იქნება, მერე მნიშვნელობა არ ექნება, რას იზამს ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, საკუთარ ინტერესებს უსმინოს და არა მისი სამარცხვინო, მარიონეტული მთავრობის ინტერესებს. ბუნებრივია, კობახიძეს ივანიშვილი აქ სჭირდება, გინდ დასანქცირებული, გინდ დასჯილი და ყველანაირი, მათთვის ეს არის სახელმწიფოს სათავეში ყოფნის გახანგრძლივება. ივანიშვილი თუ ამისთვის წირავს საკუთარ თავს და ოჯახს, რომ კობახიძე იყოს პრემიერ-მინისტრი, ვულოცავ, არ ვიცი“,-განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს ივანიშვილის აქტივები და ითანამშრომლოს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან.

ანგარიშში ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, “ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწესებული მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუსჯელობის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც