ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - შეუძლებელია სახელმწიფოს უფრო მეტი საბოტაჟი წარმოიდგინო, ვიდრე ამ საქმის წარმოება და პოლიტიკური დევნაა - ეს პროცესი მოგონილი და შეთითხნილია

ეს პროცესი მოგონილი და შეთითხნილია და თითოეულ ამ პირებს [მოწმეებს] თავიანთი როლი აქვთ - ძნელია ამ როლის შესრულებაც, რომ უდანაშაულო ადამიანს ხელი დაადო და მთელი ცხოვრება უნდა აიღო ამაზე პასუხისმგებლობა, ცხადია ამ ადამიანებს უჭირთ,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, პროცესებზე წარმოდგენილი მოწმეები დამაზუსტებელი შეკითხვების დროს იბნევიან.

„მოწმე პოლიციის მაღალჩინოსანი იყო, რომელმაც ფაქტობრივად არაფერი თქვა, საბოლოოდ არაფერს არ ადასტურებს, არც პიროვნებას, არც დროსა და თარიღს.

ეს პროცესი მოგონილი და შეთითხნილია და თითოეულ ამ პირებს [მოწმეებს] თავიანთი როლი აქვთ. ძნელია ამ როლის შესრულებაც, რომ უდანაშაულო ადამიანს ხელი დაადო და მთელი ცხოვრება უნდა აიღო ამაზე პასუხისმგებლობა, ცხადია ამ ადამიანებს უჭირთ. დამაზუსტებელი კითხვების დროს იბნევიან და ვერაფერს ვეღარ ადასტურებენ.

კითხვაც არ მქონია, ჩემზე თქვა რომ აქციაზე მისული ვიყავი. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი იმდენად აზიანებს ამ ქვეყანას, რომ შეუძლებელია სახელმწიფოს უფრო მეტი საბოტაჟი წარმოიდგინო, ვიდრე ამ საქმის წარმოება და პოლიტიკური დევნაა.

მოწადინებულები უნდა ვიყოთ, რომ საზოგადოებაში დაპირისპირებები აღმოიფხვრას, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების ირგვლივ და მშვიდად უნდა შევხვდეთ ნებისმიერ გამოწვევას. წონასწორობა არ უნდა დავკარგოთ და ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ იმედიანად უნდა ვიყოთ გამსჭვალული“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა