ამირან გამყრელიძე ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის განაჩენზე - რატომ, რისთვის უშვებთ ამდენ ხალხს ციხეში და ვაღრმავებთ პოლარიზაციას?

რატომ, რისთვის უშვებთ ამდენ ხალხს ციხეში და ვაღრმავებთ პოლარიზაციას? ყველა ქმედებას ხომ უკუქმედება მოჰყვება, ფიზიკის კანონია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ექიმ გიორგი ჩახუნაშვილისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და მას და მის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს.

„ნამდვილად არ მეგონა თუ გამოჩენილ ექიმსა და ცნობილი სამედიცინო დინასტიის წარმომადგენლის, მასთან ერთად გასამართლებული ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომელთა შორის რთული ოჯახური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობებითაც არიან, ასეთი ულმობელი იქნებოდა ქართული სასამართლო.

რატომ, რისთვის უშვებთ ამდენ ხალხს ციხეში და ვაღრმავებთ პოლარიზაციას? ყველა ქმედებას ხომ უკუქმედება მოჰყვება, ფიზიკის კანონია. ხომ შეგვიძლია დავასრულოთ საზოგადოების ასეთი დაყოფა ჩვენიანებად და არაჩვენიანებად, ხომ ყველას გვინდა უკეთესი და ევროპული საქართველო. ამაზე საუბრობდნენ და ასწავლიდნენ მუდამ გოგი და მისი დიდი ოჯახის წევრები, რომლებმაც ექიმთა და მეცნიერთა თაობები გაზარდეს და ზრდიან. რა მაგალითს ვაძლევთ მომავალ თაობებს ამ ქმედებით?

სოლიდარობა, მხნეობა გოგის და მის ოჯახს“, - წერს ამირან გამყრელიძე.

ინფორმაციისათვის, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მისი განაჩენით, ყველა მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სხდომათა დარბაზში დააკავეს გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში მყოფი ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში