თაზო დათუნაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე - ტალახის სროლა არაფრის მომტანია - ძალიან საბრალო შესახედია, „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედი და დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ავტორი იქამდე დაეცეს, სადამდეც ახლაა

ეს ტალახის სროლა არაფრის მომტანია. ამით დამატებით პოლიტიკურ ქულას ვერავინ დაიწერს. ძალიან საბრალო შესახედია, „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედი და კაცი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ავტორი არის, იქამდე დაეცეს, სადამდეც ახლა არის, - ასე პასუხობს „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ლელო“ „ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტია“.

როგორც თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ საქართველო ჩააბარა „რუსებს და ივანიშვილს, შემდეგ კი საკუთარი თავი, ხოლო შუაში რამდენჯერმე ჩამოშალა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აბსოლუტურად ყველა თავის საქმეში იყვნენ წამატებულები. მიხეილ სააკაშვილმა ჯერ ეს ქვეყანა ჩააბარა რუსებს და ივანიშვილს, შემდეგ საკუთარი თავი და შუაში რამდენჯერმე ჩამოშალა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ერთ დროს „ვარდების რევოლუციის“ ფლაგმანი.

სააკაშვილს პერიოდულად გამონათებები აქვს საღი აზრის, ერთ-ერთი ასეთი გამონათების დროს ნათქვამი აქვს: „სხვისი ლანძღვით პოლიტიკურ კაპიტალს ვერავინ დააგროვებს“. მის ამ ფრაზას ვეთანხმები და საკუთარ თავს მაინც დაუჯეროს ხოლმე პერიოდულად. ვიცი, რამდენად აფასებს საკუთარ თავს.

ეს ტალახის სროლა არაფრის მომტანი არ არის. ამით დამატებით პოლიტიკურ ქულას ვერავინ დაიწერს. უბრალოდ ძალიან საბრალო შესახედია, „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედი და კაცი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ავტორი ნამდვილად არის, იქამდე დაეცეს, სადამდეც ახლა არის“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა, რომ როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომელიც ბიზნესპროექტი არის.

“როგორ უნდა გაიმარჯვოს იმ ოპოზიციამ, რომლის დიდი უმრავლესობა ჩემი პიროვნების ხარჯზე ცდილობს თვითდამკვიდრებას და ზოგიერთი დიქტატორის დამქაშებთანაც არ ერიდება საქმის დაჭერას? ან როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არიან ბიზნეს ჯგუფის ბიზნეს პროექტები? მთელი პატივისცემის მიუხედავად, “ლელო” არის ბადრის და მამუკას ბიზნეს პროექტი. “ახალი”, რამდენადაც არ უნდა დავხუჭოთ თვალები, თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი, არა გასამარჯვებლად, არამედ ჩემი, “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატის ჩამოსართმევად“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა