ნიკა გვარამია - მეგობრებო, არავის გვაინტერესებთ, ექვსნი ხართ და შვიდი დაჯგუფება გაქვთ, რაში გჭირდებათ ჩარევა ჩამოსაშლელად? - არ დაგეხმარებით გადარჩენაში და არ აგყვებით, თავად მოახერხეთ, თუ შეგიძლიათ, არა და გადაიტანს საქართველო უთქვენობას

მეგობრებო, არავის გვაინტერესებთ, ექვსნი ხართ და შვიდი დაჯგუფება გაქვთ. რაში გჭირდებათ დამატებითი ჩარევა ჩამოსაშლელად ან ამომრჩევლის წასართმევად? - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისი „ფეისბუქ-პოსტი“ სავარაუდოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მიემართება, რომელშიც გვარამია ამბობს, რომ „მტრის ხატის“ შექმნა საკუთარი კრიზისის გადაფარვის უსუსური მცდელობაა.

გვარამია აღნიშნავს, რომ თავდასხმებს არ უპასუხებს და მოუწოდებს სხვებს, არ დაეხმარონ მათ გადარჩენაში.

“ესე იგი, ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს. და მერე მოტრიალდებიან და ყველა ჩვენ გვერჩის და ჩვენი დაშლა უნდათო, იწყებენ წიოკს.

ახლა, თავის ჭკუით, "დაამუღამეს", რომ როცა უმძიმესი შიდა პრობლემები აქვთ (და სულ ეგ აქვთ ბოლო 5 წელია), გამოიგონებენ “მტრის ხატს” და თავდაცვითი პასუხის მოლოდინში დაუწყებენ სიგიჟეების დაბრალებას, გინებას, შეუსევენ აჟიტირებულ ქალ-კაცს და ასე გადააქვთ დროებით ყურადღება საკუთარი კრიზისიდან. კონსოლიდირდებიან გამოგონილი “საერთო მტრის წინააღმდეგ” და “ფეიკ” ერთობას დემონსტრირებენ. ასეთი ხელოვნური სუნთქვით ინარჩუნებენ თავს.

სასაცილოა ეს ყველაფერი, ზედაპირული და უსუსური. ამიტომაც არ ვცემ პასუხს და არც გავცემ, სულ რომ შუაზე გასკდნენ დიდიან პატარიანად. იგივეს ვურჩევ სხვასაც.

მეგობრებო, არავის გვაინტერესებთ. 6-ნი ხართ და 7 დაჯგუფება გაქვთ. რაში გჭირდებათ დამატებითი ჩარევა ჩამოსაშლელად ან ამომრჩევლის წასართმევად? არ დაგეხმარებით საკუთარი თავის ჩვენ ხარჯზე გადარჩენაში და არ აგყვებით. თავად მოახერხეთ, თუ შეგიძლიათ. არა და გადაიტანს საქართველო უთქვენობას“, - წერს გვარამია.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე ოპოზიცია გააკრიტიკა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი „ლელოს“ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის "ბიზნესპროექტად" მიიჩნევს, ხოლო პარტია „ახალს“, რომლის ლიდერებიც არიან მისი ყოფილი თანაგუნდელები, ნიკა გვარამია და ნიკა მელია, ძმები გილაურების პროექტად აფასებს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, არის კიდევ „რამდენიმე უფრო მცირე ბიზნეს პროექტი, რომელიც სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული”.

სააკაშვილის თქმით, "დიქტატურა ადგას" საქართველოს და მის მოშორებას სჭირდება „მხოლოდ შიდა თუხთუხი“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ