ბადრი ჯაფარიძე - სასამართლოში პირდაპირ შეხვედრიდან - ესეც ვუთხარი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომ შეხვედრიდან პირდაპირ სასამართლოში მივდივარ-მეთქი

სასამართლოში პირდაპირ შეხვედრიდან - ესეც ვუთხარი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომ შეხვედრიდან პირდაპირ სასამართლოში მივდივარ -მეთქი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც მან განმარტა, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა.

„ახლა მოვდივარ შეხვედრიდან, ორი საათის განმავლობაში იყო შეხვედრა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სადაც ვისაუბრეთ იმაზე, რომ თავიდან უნდა იყოს აცილებული ჩვენი ქვეყნის შემდგომი გადაჩეხა უფსკრულში, უნდა შეჩერდეს ვითარების ესკალაცია, პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავება. ეს იყო საუბრის მთავარი მიზანი, იტალიას აქვს შესაძლებლობა მისი გავლენიდან გამომდინარე ევროკავშირში, მისი დღევანდელი როლიდან, როცა ის კომუნიკაციას ინარჩუნებს „ქართულ ოცნებასთან“, მას აქვს როლი, შეაჩეროს საქართველოში ვითარების შემდგომი ესკალაცია.

სასამართლოში პირდაპირ შეხვედრიდან - ესეც ვუთხარი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომ პირდაპირ მივდივარ სასამართლოში-მეთქი. სასამართლოში ვითარება ცნობილია, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმ მოგონილი ბრალდების, რომელიც პროკურატურამ თავისი დავალების შესრულების კუთხით წარმოადგინა. ბუნებაში არ მომხდარ დანაშაულზე ვერ იქნება ირიბი მტკიცებულებაც. მიზანია გაგრძელდეს პოლიტიკური ლიდერების დევნა, ამით მუქარის თუ საფრთხის ქვეშ მყოფმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, იქნებ არ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმატებისკენაა მიმართული",- განაცხადა ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ