ბადრი ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილის განცხადება აჩვენებს, რომ ბიზნესზე არასწორი წარმოდგენა აქვს - შესაძლოა, ეს არის მცდელობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანა სხვაგან მოხდეს

ეს განცხადება აჩვენებს, რომ სააკაშვილს არასწორი წარმოდგენა აქვს ბიზნესზე, - ასე პასუხობს „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მეხუთე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ „ლელო“ ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტია“.

ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილის ეს განცხადება მის პარტიაში არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.

„დღეს, ჩვენს საზოგადოებას არ სჭირდება ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება, ეს შემიძლია გითხრათ. სამწუხაროდ, ეს განცხადება აჩვენებს, რომ სააკაშვილს არასწორი წარმოდგენა აქვს ბიზნესზე. შესაძლოა, ეს არის მცდელობა „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანა სხვაგან მოხდეს",- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ლელო“ არის ბადრის და მამუკას ბიზნეს პროექტი“.

„როგორ უნდა გაიმარჯვოს იმ ოპოზიციამ, რომლის დიდი უმრავლესობა ჩემი პიროვნების ხარჯზე ცდილობს თვითდამკვიდრებას და ზოგიერთი დიქტატორის დამქაშებთანაც არ ერიდება საქმის დაჭერას? ან როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არიან ბიზნეს ჯგუფის ბიზნეს პროექტები? მთელი პატივისცემის მიუხედავად, „ლელო” არის ბადრის და მამუკას ბიზნეს პროექტი”,- განაცხადა სააკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ