თაზო დათუნაშვილი - სააკაშვილი არის კაცი, რომლის უგუნურმა პოლიტიკამ ქვეყანა ჩააბარა ივანიშვილს, 10 წელია თავის პარტიას ანგრევს, პერიოდულად გამონათებები აქვს და დავესესხები: „სხვისი შეურაცხყოფით პოლიტიკურ ქულებს ვერავინ დაიწერს“

საერთოდ არ მადარდებს კოლექტიურად ოპოზიციის ბედი ამ ქვეყანაში. ფსევდო რაციონალიზაციას ვეძახი - „მარტო შეგიძლია?“. მე რა შემიძლია ამას საარჩევნო ურნებთან ვაჩვენებ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე" განაცხადა.

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის თქმით, ის საკუთარი პარტიის პოლიტიკურ საქმიანობას დამოუკიდებლად ხედავს და პასუხისმგებლობას ოპოზიციის სხვა ნაწილზე არ იღებს.

„კოლექტიურად ოპოზიციის ბედი არ მაინტერესებს. ზოგადად ვიბრძვი იმისთვის, რომ როგორც ჩვენ ვხედავთ სწორად იმ გზაზე ვიაროთ. მარტივად და პირდაპირ ვიტყვი: საერთოდ არ მადარდებს კოლექტიურად ოპოზიციის ბედი ამ ქვეყანაში. ფსევდო რაციონალიზაციას ვეძახი - „მარტო შეგიძლია?“. მე რა შემიძლია ამას საარჩევნო ურნებთან ვაჩვენებ. ვიბრძვი იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი ვაჩვენო. ფსევდო რაციონალიზაციის გამო „მარტო შეძლებ“ - მე ყველაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. იმ სიბინძურეზე, რაც დანარჩენ ოპოზიციაში ხდება, პასუხისმგებლობას არ ავიღებ“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციურ გაერთიანებებში გავრცელებულ ბრალდებებს, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს, საფუძველი და შინაარსი არ გააჩნია.

დათუნაშვილის განცხადებით, ბიზნესმენების და „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, მიმართ გაჟღერებული კრიტიკა უსამართლოა, რადგან მათ ბიზნესსაქმიანობასა და პოლიტიკურ გზაზე მნიშვნელოვანი რისკები გაიარეს.

„არავითარ სიამოვნებას არ მანიჭებს კომენტარები ვაკეთო „ალიანსში“ ერთმანეთში რას აკადრებენ, რა ენით ელაპარაკებიან. მიხეილ სააკაშვილმა ჩვენთან დაკავშირებით ტალახი ისროლა, თან აბსოლუტური ტყუილი, რომელსაც არც შინაარსი აქვს, არც აზრი. მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე ყველა თავის ბიზნეს პროექტში წარმატებულები იყვნენ. მგონი, სააკაშვილს არ ესმის ბიზნესის არსი და პროექტების არსი. სააკაშვილი ან არ ხედავს, ან სპეციალურად ვერ ხედავს. ბადრიმ და მამუკა ხაზარაძემ ძალიან ბევრი ბიზნესი დათმეს. საკუთარი ოჯახი საფრთხის ქვეშ დააყენეს და ქართულ პოლიტიკაში 7 წელზე მეტია არიან.

ამის პარალელურად მიხელი სააკაშვილი არის კაცი, რომლის უგუნურმა პოლიტიკამ ეს ქვეყანა ჩააბარა ივანიშვილს, შესაბამისად, რუსეთს. 10 წელია თავის პარტიას ანგრევს. პერიოდულად გამონათებები აქვს და ისევ მას დავესესხები - სხვისი შეურაცხყოფით პოლიტიკურ ქულებს ვერავინ დაიწერს. მესმის, რომ ის არავის არაფრად აღიარებს, მაგრამ საკუთარ თავზე ხომ დიდი წარმოდგენა აქვს. საკუთარ თავს მაინც დაუჯეროს გამონათების პერიოდში და ნუ ისვრის ტალახს. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სხვები, ისე ისიც ამაზე ვერანაირ პოლიტიკურ კაპიტალს ამაზე ვერ ააგროვებს. საკუთარი თავის დაზიანების გარდა, არაფერს აკეთებს“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება