ბადრი ჯაფარიძე - ბრალდებას მთავარი მოწმე ჰყავდა პოლიციელი, რომელმაც თქვა, რომ თურმე პოლიტიკური ლიდერები ჟესტიკულაციით მოუწოდებდნენ ადამიანებს პარლამენტში შეჭრისკენ, თუმცა ვერ გაიხსენა ვერც დღე, ვერც ის, სად ვიდექი

ბრალდების მხარეს მთავარი მოწმე ჰყავდა პოლიციელი, რომელმაც თქვა, რომ თურმე პოლიტიკური ლიდერები ჟესტიკულაციით მოუწოდებდნენ ადამიანებს პარლამენტში შეჭრისკენ, თუმცა ვერ გაიხსენა ვერც დღე, ვერ ის, თუ რა მეცვა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო რომ იყოს, ეს პროცესი არ გაიმართებოდა.

„ის, რაც დღეს ვნახეთ, ამის გადმოცემაც კი ძნელია. პოლიციელს ვუსმენდით ოთხი საათის განმავლობაში, რომელიც, პრაქტიკულად, არის მთავარი მოწმე და რომელმაც თქვა, რომ თურმე პოლიტიკური ლიდერები ჟესტიკულაციით მოუწოდებდნენ ადამიანებს პარლამენტში შეჭრისკენ. ოღონდ, ჟესტიკულაცია ვერ გაიმეორა, არ ახსოვს, მაგალითად, მე რა მეცვა, არ ახსოვს დღე, არ ახსოვს საათი, არ ახსოვს, სად ვიდექი... ასეთი მოწმე იყო დღეს, ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია.

სამწუხაროდ, თქვენ მოკლებული ხართ შესაძლებლობებს, ეს ყველაფერი გადაიღოთ და ნახოთ, მაგრამ საბედნიეროდ, ეს ყველაფერი იწერება და ინახება და იმის შესაძლებლობა ექნება საზოგადოებას, რომ შემდგომ ნახოს, რასთანაც გვაქვს საქმე.

ჩვენ რომ გვყავდეს დამოუკიდებელი სასამართლო, დღეს ეს პროცესი არ გაიმართებოდა იმიტომ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს სასამართლო პროცესისთვის. ეს არის წარმოუდგენლად ფალსიფიცირებული საქმე. ჩვენ ვხედავთ, რომ პროცესი დაჩქარებული ტემპით გრძელდება და ეს თავისთავად საუბრობს ყველაფერზე“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-იდან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე