ზვიად კორძაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არაჯანსაღია, რაც პროცესზე ხდება, მეორე პროცესია, მეორე ადვოკატი გააძევეს - ყველა ამ დარღვევას, რომელიც ახლა ხდება, ყველა ადვოკატი „ალაგებს ჩანთაში“ იმისთვის, რომ შემდგომ გამოიყენოს

არაჯანსაღია, რაც პროცესზე ხდება, თან უკვე მეორე პროცესია, მეორე ადვოკატი გააძევეს, ამის გამო სახაზინო ადვოკატები დაინიშნნენ. ყველა ამ დარღვევას, რომელიც ახლა პროცესებზე ხდება, ყველა ადვოკატი „ალაგებს ჩანთაში” იმისთვის, რომ შემდგომ გამოიყენოს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს” ლიდერების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე პროცესის შემდეგ განაცხადა.

კორძაძის თქმით, მისთვის გაუგებარია და არ იცის, რას ემსახურება ის გარემოებები, რომ პროცესები დაჩქარებულად წავიდა და მოსამართლე თამარ მახარობლიძემ უკვე მეორე ადვოკატი გააძევა სხდომათა დარბაზიდან.

„ძალიან უცნაური ატმოსფეროა პროცესზე. დიტო არ იყო გასაძევებელი, უბრალოდ, ადვოკატს აქვს თავისი ვალდებულებები თავისი დაცვის ქვეშ მყოფის წინაშე და მან უნდა დაიცვას ის. ადვოკატი არ არის ბრალდებული, ის არის მართლმსაჯულებაში მონაწილე პირი და მის გარეშე მართლმსაჯულება ვერ განხორციელდება, ამიტომ ადვოკატს გაცილებით მეტი უფლება აქვს და კოლეგიალურობას უნდა იმსახურებდეს პროკურატურისგანაც და სასამართლოსგანაც. ადვოკატი თუ არ იქნება პროცესზე, პროცესი არ იქნება.

აქ ცოტა უცნაური სიტუაციაა. დაჩქარებულად ხომ წავიდა პროცესები, მაგრამ ეს გაგდება რას ემსახურებოდა და როგორ, ამაზე, სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა დაბნეული ვარ და პასუხი არ მაქვს. ეს რომ არაჯანსაღია, რაც პროცესზე ხდება, თან უკვე მეორე პროცესია, მეორე ადვოკატი გააძევეს, ამის გამო სახაზინო ადვოკატები დაინიშნნენ… ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს ცუდია ადვოკატებისკენ, ძალიან ცდება. ყველა იმ დარღვევას, რომელიც ახლა პროცესებზე ხდება, ყველა ადვოკატი „ალაგებს ჩანთაში” იმისთვის, რომ გამოიყენოს.

რაც შეეხება ბრალდების მოწმეს, ჩემი აზრით, მან დღეს დისკვალიფიკაცია მისცა საკუთარ თავს იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, თქვა, რომ მიმიკებით მიხვდა, პარლამენტში შეჭრას რომ აპირებდნენ. როდესაც ჩავყევით ყველას მიმიკებზე, თქვა, რომ ყველა ხელს იშვერდა ერთი მიმართულებით, თუმცა მიმართულებაც ვერ დააზუსტა. არ არის და არ შეიძლება დამაჯერებელი იყოს, ასეთი ჩვენება და განაჩენი დადგეს იმით, რომ მოწმემ 10-15 მეტრის მანძილზე ექვს პოლიტიკოსს შეამჩნია მიმიკა, ხელის გაშვერა და დაასკვნა, რომ მათ რაღაც უნდოდათ, ამაზე იყო მთელი საათების განმავლობაში განხილვა”, - განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა