„ფორმულას“ ინფორმაციით, პროკურატურამ ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

პროკურატურამ „ფორმულას“ მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვაზე გადაცემა „შაბათის ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი დაიბარა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტელეწამყვანი გამოკითხვაზე 29 ივნისს, 16:00 საათზეა დაბარებული და ის პროკურატურაში მისვლას გეგმავს.

„ოცნების“ პროკურატურის განცხადებით, გოგა ხაინდრავას მიმართ ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ცრუ დასმენის მუხლით გამოძიება დაიწყეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებას საფუძვლად დაედო გოგა ხაინდრავას ადვოკატების განცხადება. სახელმწიფო ბრალდების ვერსიის თანახმად, საქმეზე გოგა ხაინდრავა უკვე გამოიკითხა და ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებებიც“, - აღნიშნულია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ 16 ივნისს, ტელეკომპანია „ფორმულასთან” დაკავშირებით გოგა ხაინდრავას ადვოკატების მიმართვის საფუძველზე ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„2026 წლის 16 ივნისს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.

საგამოძიებო ორგანოში, მოწმის სახით გამოიკითხა კინორეჟისორი გიორგი (გოგა) ხაინდრავა. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია”, - განაცხადა პროკურატურამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა