სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან

PSP გთავაზობთ სიახლეს - ფრანგულ პრემიუმ დერმოკოსმეტიკის ბრენდის Rexaline - ღრმა და ხანგრძლივი, ინტენსიური ჰიდრატაციის საშუალებებს ახალგაზრდული კანის შენარჩუნებისთვის.

თანამედროვე სამყაროში კანი ყოველდღიურად ექვემდებარება გარემოს მავნე ზემოქმედებას, სტრესსა და დეჰიდრატაციას, სწორი დატენიანება აღარ არის მხოლოდ მოვლის ერთ-ერთი ეტაპი, ეს არის ჯანსაღი და ახალგაზრდული კანის საფუძველი.

სწორედ ამ ფილოსოფიაზეა აგებული ფრანგული პრემიუმ ბრენდი Rexaline. ბრენდის ხედვის მიხედვით, კანის დაბერების ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ტენის დაკარგვაა, ამიტომ Rexaline-ის ყველა პროდუქტის ეფექტურობის მთავარი საიდუმლო ღრმა და ხანგრძლივი დატენიანება წარმოადგენს.

Rexaline-ის სავიზიტო ბარათია ექსკლუზიური RX Hyaluronic Acid, მრავალწლიანი კვლევის შედეგად შექმნილი ჰიალურონის მჟავის სპეციალური ფორმა, რომელიც კანში ბევრად ღრმად აღწევს, ვიდრე კლასიკური ჰიალურონის მჟავა. სწორედ ამ ტექნოლოგიაზეა აგებული Rexaline-ის ყველა ძირითადი ხაზი.

ცნობილია, რომ ჰიალურონის მჟავის ერთ მოლეკულას საკუთარ წონაზე ბევრად მეტი წყლის შეკავება შეუძლია, რაც კანს ელასტიურობას, სიგლუვესა და სიჯანსაღეს უნარჩუნებს. ინტენსიური დატენიანება თავის მხრივ ახდენს კანის სიმკვრივისა და სიგლუვის გაუმჯობესებას, სიმშრალისა და დაჭიმულობის შემცირებას, კანის ბუნებრივი ბარიერის მხარდაჭერასა და ჯანსაღი, ბზინვარე იერს უზრუნველყოფს.

Rexaline ყოველდღიურ რუტინას გარდაქმნის სასიამოვნო რიტუალად, სადაც ყოველი ნაბიჯი კანის ღრმა დატენიანებას, კომფორტსა და ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას ემსახურება.

დატენიანებული კანი უკეთ ინარჩუნებს ელასტიურობას, უფრო ნათლად და თანაბრად გამოიყურება, ხოლო ნაოჭები და დაღლილობის ნიშნები ნაკლებად შესამჩნევი ხდება. სწორედ ამიტომ, Rexaline-ისთვის სილამაზის საიდუმლო რთულ ფორმულებში კი არა, კანის ბუნებრივი ბალანსის აღდგენაშია. პროდუქტები მორგებულია მგძნობიარე კანზე ყველა ასაკისთვის, ყველა ტიპის კანისა და სახის კანის ტონისთვის.

Rexaline გვახსენებს, რომ ყოველდღიური მოვლა მხოლოდ რუტინა არ არის. ეს არის დრო საკუთარი თავისთვის, როდესაც კანი იღებს იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება -წყალს.

კანის მოვლის ფრანგული ფილოსოფია Rexaline-ისგან რუტინიდან რიტუალამდე - როდესაც დატენიანება სილამაზის რიტუალად იქცევა.

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში