ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა

Toyota Motor Europe-მა 2026 წლის Ichiban Awards-ის ფარგლებში ევროპის მასშტაბით საუკეთესო დილერები დააჯილდოვა.

2026 წლის დაჯილდოების ცერემონია პორტუგალიაში, ალგარვეში გაიმართა.

პრესტიჟული ჯილდო 34 ქვეყნიდან 47 დილერს გადაეცა, რომლებიც ტოიოტას ევროპულ ქსელში მომხმარებლის გამოცდილების, მომსახურების ხარისხისა და მაღალი სტანდარტების მიმართულებით გამორჩეულ შედეგებს აჩვენებენ.

კავკასიის რეგიონიდან ამ გამორჩეული და საპატიო ჯილდოს მფლობელი „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ზედიზედ მეორედ გახდა. ეს მიღწევა ხაზს უსვამს კომპანიის ერთგულებას ტოიოტას საერთაშორისო სტანდარტების, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებისა და ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების მიმართ.

Ichiban Award ტოიოტას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემათ იმ დილერებს, რომლებიც მომხმარებელზე ზრუნვას ყოველდღიური საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად აქცევენ. გამარჯვებულები ტოიოტას ევროპული ქსელის 2,200-ზე მეტი საცალო ცენტრიდან შეირჩნენ, რაც ჯილდოს მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

Toyota Motor Europe-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, იოშიჰირო ნაკატას განცხადებით, Ichiban-ის გამარჯვებულები ყოველდღიურად აჩვენებენ, რას ნიშნავს მომხმარებლის ნდობის მოპოვება. მისი თქმით, ისინი არა მხოლოდ პასუხობენ მომხმარებლის მოლოდინებს, არამედ წინასწარ გრძნობენ მათ საჭიროებებს, მუდმივად აუმჯობესებენ მომსახურებას და ტოიოტას ევროპული ქსელისთვის ახალ სტანდარტს ქმნიან.

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო