„ტოიოტა კავკასიის“ ბაზრისთვის სრულიად ახალი, 2026 წლის Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა. გურიაში გამართულ ღონისძიებას ტოიოტას ოფიციალური დილერები, მედიის ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი წარმომადგენლები და კონტენტ-კრეატორები ესწრებოდნენ, რომლებმაც ახალი თაობის RAV4 რეალურ საგზაო პირობებში გამოსცადეს და მისი შესაძლებლობები სხვადასხვა ტიპის გზაზე შეაფასეს.
ღონისძიების მთავარი იდეა ახალი RAV4-ის ხასიათის წარმოჩენა იყო - ავტომობილის, რომელიც აერთიანებს ურბანულ კომფორტს, SUV-სთვის დამახასიათებელ გამძლეობას, ჰიბრიდული ტექნოლოგიის ეფექტურობასა და თავგადასავლებისთვის საჭირო თავდაჯერებულობას.

TOYOTA RAV4 - მოდელი, რომელმაც SUV სეგმენტის ისტორია შეცვალა
Toyota RAV4 პირველად 1994 წელს გამოჩნდა და კომპაქტური SUV-ების სეგმენტის ერთ-ერთ ფუძემდებლად იქცა. სამი ათწლეულის განმავლობაში მოდელმა გლობალური პოპულარობა მოიპოვა და ტოიოტას ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ავტომობილად ჩამოყალიბდა. დღეს RAV4 მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მისი ჯამური გაყიდვები კი 15 მილიონ ერთეულს აჭარბებს.
მეექვსე თაობის RAV4 ამ ისტორიის ახალ ეტაპს წარმოადგენს. მოდელმა შეინარჩუნა ის ძირითადი ღირებულებები, რომლებმაც წლების განმავლობაში მისი წარმატება განსაზღვრა - პრაქტიკულობა, გამძლეობა, უნივერსალურობა და სანდოობა. თუმცა, ახალი დიზაინით, განახლებული ტექნოლოგიებითა და გაუმჯობესებული მართვის დინამიკით კიდევ უფრო თანამედროვე SUV-ად იქცა.

გურიის გზებზე გამოცდილი ახალი თაობა
ახალი RAV4-ის რეგიონული პრეზენტაციისთვის ტოიოტა კავკასიამ გურია შეარჩია -ლანდშაფტითა და გზების მრავალფეროვნებით გამორჩეული რეგიონი, სადაც ავტომობილის შესაძლებლობები რეალურ პირობებში გამოიცადა.
ღონისძიების სტუმრები ავტომობილს თავდაპირველად პრეზენტაციის დროს გაეცნენ, შემდეგ კი ტესტ-დრაივის მარშრუტზე თავად მართეს ახალი RAV4. მონაწილეებმა ავტომობილი გზის სხვადასხვა ტიპის მონაკვეთზე გამოცადეს და მისი შესაძლებლობები ამავე მოდელის წინა თაობას შეადარეს. ტესტ-დრაივის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მართვის კომფორტს, ხილვადობას, გზასთან მოჭიდებას, სალონის განხლებებს და ჰიბრიდული სისტემის მუშაობას. გურიის გზებმა ახალი RAV4-ის მთავარი ხასიათი კარგად წარმოაჩინა - ის მზად არის როგორც ყოველდღიური ქალაქური გადაადგილებისთვის, ისე უფრო გრძელი და თავგადასავლებით სავსე მარშრუტებისთვის.

ახალი დიზაინი - უფრო ძლიერი SUV ხასიათით
მეექვსე თაობის RAV4-ს სრულიად განახლებული ექსტერიერი აქვს. ავტომობილის წინა ნაწილი ტოიოტას თანამედროვე Hammerhead დიზაინის სტილშია გადაწყვეტილი, რაც მას უფრო მკვეთრ, მტკიცე და დინამიკურ იერს აძლევს. გამოხატული LED მაშუქები, გამოკვეთილი კონტურები და უფრო ძლიერი ვიზუალური პროპორციები ხაზს უსვამს მოდელის SUV ხასიათს.
მიუხედავად ვიზუალური განახლებისა, RAV4 ინარჩუნებს პრაქტიკულ ზომებს, რაც მას ქალაქში მართვისა და პარკირებისას კვლავ კომფორტულ და მოქნილ ავტომობილად ტოვებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ერთ ავტომობილში სჭირდებათ როგორც ყოველდღიური კომფორტი, ისე ქალაქგარეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა.

ახალი თაობა წარმოდგენილია განსხვავებული ფერებითა და კომპლექტაციებით, მათ შორის GR Sport ვერსიითაც. GR Sport გვთავზობს უფრო სპორტულ ვიზუალურ ელემენტებსა და დინამიკურ ხასიათს მათთვის, ვისაც RAV4-ის პრაქტიკულობასთან ერთად უფრო გამორჩეული ვიზუალი და მართვის ემოცია სურს.
კომფორტული და ფუნქციური ინტერიერი
ახალი RAV4-ის სალონი შექმნილია ისე, რომ მძღოლსა და მგზავრებს მაქსიმალურად კომფორტული, ინტუიციური და ფუნქციური გარემო შესთავაზოს. განახლებულია საჭის დიზაინი და ღილაკების განლაგება, რაც მართვის პროცესს უფრო ბუნებრივსა და მარტივს ხდის.
სალონში წარმოდგენილია 12.3-დიუმიანი ციფრული მულტინფორმაციული პანელი და 12.9-დიუმიანი სენსორული მულტიმედიური ეკრანი. სისტემა უზრუნველყოფს Android Auto-სა და Apple CarPlay-ს უსადენო მხარდაჭერას, რაც მძღოლს ყოველდღიური ციფრული სერვისების მარტივად გამოყენების საშუალებას აძლევს.

ციფრულ გამოცდილებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის ხმოვანი ასისტენტი, რომელიც მძღოლისა და მგზავრის ბრძანებებს მარტივად აღიქვამს. განახლებული მიკროფონები წინა სავარძლების ზემოთ არის განთავსებული, რაც ხმოვანი მართვის გამოყენებას უფრო კომფორტულს ხდის და მძღოლს საშუალებას აძლევს, ყურადღება გზაზე შეინარჩუნოს.
მგზავრების კომფორტისთვის სალონში განთავსებულია USB-C პორტები და უსადენო დამტენ(ებ)ი, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია გრძელი მგზავრობისას.
RAV4 კვლავ ინარჩუნებს ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას - ტევადობას. ფართო საბარგული და სრულად დასაკეცი უკანა სავარძლები ავტომობილს ყოველდღიური საჭიროებებისთვის და მოგზაურობისთვის პრაქტიკულ არჩევანად აქცევს. მაღალ კომპლექტაციებში დამატებულია საბარგულის hands-free გაღების ფუნქციაც, რაც დატვირთული ხელებით ავტომობილთან მისვლისას კიდევ უფრო მოსახერხებელია.
ჰიბრიდული ტექნოლოგია და მართვის ეფექტურობა
საქართველოში ახალი Toyota RAV4 წარმოდგენილი იქნება 2.5-ლიტრიანი ჰიბრიდული ძრავით, როგორც წინა წამყვანი თვლებით, ასევე სრული ამძრაობით. ჰიბრიდული სისტემა აერთიანებს ბენზინის ძრავის სიმძლავრესა და ელექტრული ძრავის ეფექტურობას, რაც უზრუნველყოფს როგორც ეკონომიურ მოძრაობას, ისე სწრაფ და რბილ რეაგირებას.

ავტომობილის სიმძლავრე წამყვანი თვლების კონფიგურაციის მიხედვით განსხვავაებულია: წინა წამყვანი (FWD) ვერსიის შემთხვევაში სიმძლავრე 229 ცხენის ძალას შეადგენს, ხოლო სრული ამძრაობის (AWD) სისტემით აღჭურვილი მოდელი მომხმარებელს 239 ცხენის ძალას სთავაზობს.
სრული ამძრაობის სისტემა დამატებით თავდაჯერებულობას ქმნის რთულ ამინდსა და გზის განსხვავებულ პირობებში. RAV4 კომფორტულია ქალაქში, სტაბილურია გზატკეცილზე და მზად არის იმ მარშრუტებისთვისაც, სადაც მძღოლს მეტი მოჭიდება და კონტროლი სჭირდება.
Toyota T-Mate - უსაფრთხოება ყოველდღიურ გზებზე
უსაფრთხოება ტოიოტასთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ახალი RAV4 კი აღჭურვილია Toyota T-Mate უსაფრთხოებისა და მძღოლის დამხმარე სისტემებით. ეს ტექნოლოგიები შექმნილია იმისთვის, რომ მძღოლს მეტი სიმშვიდე და კონტროლი მისცეს როგორც ქალაქის ვიწრო ქუჩებში, ისე მაგისტრალსა და ქალაქგარეთ გადაადგილებისას.
უსაფრთხოების სისტემები ეხმარება მძღოლს გზაზე სიტუაციის უკეთ აღქმაში, პოტენციური საფრთხეების შემცირებასა და უფრო თავდაჯერებულ მართვაში.
ერთად, დაუვიწყარი თავგადასავლებისკენ
სრულიად ახალი Toyota RAV4 მხოლოდ ტექნოლოგიური განახლება არ არის. ეს არის მოდელის ევოლუცია, რომელმაც წლების განმავლობაში მილიონობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა და ახლა კიდევ უფრო თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტური ფორმით ბრუნდება.
გურიაში გამართულმა პრეზენტაციამ აჩვენა, რომ ახალი RAV4 მზად არის საქართველოს გზებისთვის - ქალაქისთვის, მთისთვის, ყოველდღიური გადაადგილებისთვის და იმ სპონტანური თავგადასავლებისთვის, რომლებიც მოგზაურობისას იწყება.
სრულიად ახალი Toyota RAV4 - ერთად, დაუვიწყარი თავგადასავლებისკენ.
ტოიოტა რავ4-ის შეძენა უკვე შეგიძლიათ ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან: ტოიტა ცენტრ თბილისში,ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმში.
(R)