გიორგი ვაშაძის ადვოკატი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - ტრაგიკულია, მაგრამ იყო სასაცილო ეპიზოდებიც, გვყავდა მოწმე, რომელიც განმარტავდა, რომ 28 ნოემბერს იყო ცვალებადი ამინდი - კომიკურ პასაჟებს ვაწყდებით

ტრაგიკულია, მაგრამ იყო სასაცილო ეპიზოდებიც [ე.წ. საბოტაჟის საქმის პროცესზე]. გვყავდა ადამიანი, რომელიც განმარტავდა, რომ 28 ნოემბერს იყო ცვალებადი ამინდი - ჩვენ ვამოწმებდით იმას, რამდენად ახსოვდა გარემოებები. როდესაც ასე დეტალურად დაიმახსოვრა ცალკეული პოლიტიკოსების ცალკეული განცხადება და ხელის მოძრაობა, თუ ახსოვდა, მაგალითად, ამინდი ან სხვა გარემოებები და ამ ადამიანმა თქვა, ახსოვდა, რომ იყო ცვალებადი ამინდი, კერძოდ - დღისით იყო მზე და ხოლო შემდეგ ჩავიდა მზე და აღარ იყო მზე, - ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ომარ ფურცელაძე, რომელიც ე.წ. საბოტაჟის საქმეში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიორგი ვაშაძის უფლებებს იცავს, ამბობს, რომ პროკურატურის ვერცერთი მოწმე ვერ ასახელებს, თუ რა კონკრეტულ მოწოდებებს ჰქონდა ადგილი პოლიტიკოსთა მხრიდან.

„ბუნებრივია, ამით არ დადგინდება არცერთი პირის დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გავარკვიეთ - ნიღბები, რომელიც თითქმის ყველას ეკეთა აქციაზე, ხსნიან, რომ წარმოადგენდა ცალკეული პოლიციელების პირად გადაწყვეტილებას, რომ თვითონ დაეფარათ ნიღბები და ამაში მათ არც არავინ შეუშალა ხელი. დღეის მდგომარეობითაც კი არ იციან, ეს რამდენად შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. ბუნებრივია, აქ კომიკურ პასაჟებსაც ვაწყდებით, მათ შორის გვყავდა მოწმე, რომელიც ამბობს, ძალიან უყვარს მოტოციკლები, მიუხედავად იმისა, რომ მოტოციკლი არ ჰყავს მოტოციკლის ნიღაბს ყოველთვის ჯიბით ატარებს. ეს არის რეალურად პროკურატურის სტანდარტი საბოტაჟის საქმეზე, სადაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ ადამიანებს, რა სტანდარტითა და სანდოობის ხარისხით აძლევენ ჩვენებას ეს ადამიანები სასამართლოს. ტრაგიკულია, მაგრამ არის სასაცილო ეპიზოდებიც, ერთ-ერთი სასაცილო ეპიზოდი იყო ის, რომ გვყავდა ადამიანი, რომელიც განმარტავდა, რომ 28 ნოემბერს იყო ცვალებადი ამინდი. ვთხოვეთ, დაზუსტება, რას გულისხმობდა ცვალებად ამინდში, ამ ადამიანმა იგულისხმა ის, რომ დღისით ანათებდა მზე და იყო მზე, ხოლო მას შემდეგ, რაც მოსაღამოვდა, ჩავიდა მზე და აღარ იყო მზე. ჩვენ ვამოწმებდით იმას, რამდენად ახსოვდა გარემოებები, როდესაც ასე დეტალურად დაიმახსოვრა ცალკეული პოლიტიკოსების ცალკეული განცხადება და ხელის მოძრაობა, თუ ახსოვდა, მაგალითად, ამინდი ან სხვა გარემოებები და ამ ადამიანმა თქვა, ახსოვდა, რომ იყო ცვალებადი ამინდი, კერძოდ- დღისით იყო მზე და ხოლო შემდეგ ჩავიდა მზე და აღარ იყო მზე.

თითოეულ მათგანს აქვს გამოყოფილი სამი ან ოთხი პოლიტიკოსი, რომელსაც იტყვიან მოწმედ მოვლისას. ისინი ვერ ასახელებენ კონკრეტულ მოწოდებებს. ასახელებენ ზოგად ჟესტებს და გარკვეული ხელის მოძრაობებს, რომელსაც თითქოსდა აკეთებდნენ პოლიტიკოსები“,- განაცხადა ფურცელაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში