ALDE - მაშინ, როცა ფართო რეგიონი ამცირებს რუსეთის გავლენას, საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი მმართველობა რუსეთისთვის აღმოსავლეთ ევროპაში უკანასკნელ სიმაგრედ და სატელიტად გადააქცია

ვენაში მიმდინარე ორდღიანი კონფერენციის შედეგად, პოლიტიკური ჯგუფი ALDE საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას აპირებს.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, რომელსაც „ინტერპრესნიუსს“ ALDE-ს პოლიტიკური ოჯახის წევრი პარტია „დროა“ აწვდის, მაშინ, როდესაც ფართო რეგიონი ამცირებს რუსეთის გავლენას, საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი მმართველობა რუსეთისთვის აღმოსავლეთ ევროპაში უკანასკნელ სიმაგრედ და სატელიტად გადააქცია.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ALDE აღიარებს ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას თავისი სურვილის მიმართ, გახდეს ევროკავშირის წევრი.

რეზოლუციის პროექტში შეშფოთებაა გამოთქმული, უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული დაპატიმრებების სერიის მიმართ, რომელიც მიმართულია, როგორც პოლიტიკოსების, ისე აქციის მონაწილეების მიმართ. აღნიშნულ კონტექსტში რეზოლუციაში ნახსენები არიან, როგორც ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ისე „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

ALDE -რეზოლუციის პროექტში მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს, დააწესონ პერსონალური სანქციები როგორც მათ მიმართ, ვინ პასუხისმგებელია ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, ისე „ივანიშვილის რეჟიმის“ ხელის შემწყობებსა და დამფინანსებელ ქსელებზე.

აქვე, ALDE რეკომენდაციას უწევს მკვეთრი ზღვრის შენარჩუნებას რეჟიმსა და საქართველოს მოსახლეობას შორის, იმით, რომ არ იქნას გაუქმებული უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ALDE საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას ხვალ, 4 ივლისს გეგმავს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა