აშშ-მა ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შეერთებულმა შტატებმა ირანულ ნავთობზე სანქციები ხელახლა დააწესა მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე დარტყმები განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გასულ თვეს თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული მყიფე შეთანხმების ფარგლებში ირანის ნავთობის გაყიდვის ნებართვა 21 აგვისტომდე გასცა, თუმცა, სამშაბათს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ეს პერიოდი 17 ივლისამდე შემცირდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ირანულ ნავთობზე სანქციების ხელახალი დაწესების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ნავთობის ფასები 5%-ზე მეტით გაიზარდა.

ირანმა აშშ-ის მიერ თეირანისთვის ნავთობთან დაკავშირებული სანქციების ხელახლა დაწესება დაგმო და ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის გასულ თვეში მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმის აშკარა დარღვევად შეაფასა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "ვალდებულების ამ დარღვევის შედეგებზე პასუხისმგებლობას აშშ-ის მთავრობას აკისრებს“. უწყების მტკიცებით, ირანი მიიღებს „ნებისმიერ ზომას“, რასაც საჭიროდ ჩათვლის საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად.

ცნობისთვის, ირანმა ორშაბათს და სამშაბათს ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებზე სამი თავდასხმა განახორციელა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა