ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, აშშ-მა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვამდე რამდენიმე საათით ადრე ქალაქ მეშჰედში მიმავალი ხიდები დაბომბა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, აშშ-მა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვამდე რამდენიმე საათით ადრე ქალაქ მეშჰედში მიმავალი ხიდები დაბომბა.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, დარტყმების შემდეგ თეირანსა და მეშჰედს შორის მატარებლების მოძრაობა შეჩერდა.

ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის დღეს მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.

ასევე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებული იერიშების საპასუხოდ ქუვეითში აშშ-ის Patriot-ის თავდაცვის სისტემას, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო საწვავის ავზებს და კატარში სატელიტურ ანტენას დაარტყეს.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ის დარტყმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 78 დაშავდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის